ბინები შიდა განვადებით – ტექტოს შეთავაზება

სარჩევი

სასურველი ბინის ამორჩევა პირველი ეტაპია, შემდეგ არანაკლებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დრო დგება – რა ფორმით გადაიხდის საფასურს მომავალი მეპატრონე. ხშირ შემთხვევაში, ადამიანებს თანხის ერთიანად დაფარვის საშუალება არ აქვთ, ამიტომ ალტერნატიული გზებია მოსაძიებელი.

ერთი ვარიანტია ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და იპოთეკა, მაგრამ გარდა ამისა, არსებობს ასევე შიდა განვადების შესაძლებლობა.

ბინები შიდა განვადებით ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ზუსტად ანგარიშსწორების ამ ფორმას ირჩევს. თუ გსურთ საოცნებო ბინის ყიდვა დედაქალაქში, ან გაინტერესებთ მშენებარე ბინები ბათუმში, მაგრამ ერთიანად ვერ ახერხებთ გადახდას, შიდა განვადება ზუსტად თქვენთვისაა.

ინტერიერი

რა არის შიდა განვადება

დაახლოებით ვიცით რას ნიშნავს განვადება – ეს არის ქონების შეძენისას ანგარიშსწორების ისეთი ფორმა, როდესაც მესაკუთრე იხდის საფასურს არა მთლიანად, არამედ ნაწილობრივ. თუმცა არსებობს სხვა მეთოდიც და უფრო ვრცლად მიმოვიხილავთ, თუ რა არის შიდა განვადება.

ზოგადად, განვადება სამომხმარებლო ტიპის კრედიტია, რომელსაც მომხმარებელი იღებს ბანკიდან კონკრეტული საქონლის, უძრავი ქონების, ან თუნდაც მომსახურების შესაძენად. სამომხმარებლო სესხისაგან განსხვავებით, როგორც წესი, განვადებას მომხმარებელი კონკრეტული მიზნით იღებს. ნივთის ყიდვის შემდეგ, მას ურთიერთობა მხოლოდ ბანკთან აქვს.

შიდა განვადება ბინებზე კი თავიდან აგარიდებთ საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობას. სანამ კონკრეტულად გადავალთ თუ რა არის შიდა განვადება, ვისაუბროთ ჯერ ბანკის შემოთავაზებაზე, ანუ იპოთეკაზე.

იპოთეკა – რას გვთავაზობს ბანკი

იპოთეკური სესხის დროს საფინანსო ორგანიზაცია გასესხებთ თანხას. თქვენ შეიძენთ ბინას, რომელიც თქვენს სახელზე იქნება გაფორმებული, მაგრამ რეალურად გირავნობის სახით დარჩება ბანკში. ეს ყველაფერი მანამდე, სანამ ხელშეკრულებაში მითითებულ ვალს ბოლომდე არ გადაიხდით.

იპოთეკის უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ სესხის ვადა შედარებით დიდია. ამ პერიოდის განმავლობაში მესაკუთრე ვალდებულია ყოველთვიურად ერთ კონკრეტულ დღეს ბანკს ხელშეკრულებით დადგენილი თანხა გადაუხადოს.

ბინები შიდა განვადებით

კორპუსის ექსტერიერი

შიდა განვადება იდეალური ვარიანტია, როცა ადამიანს არ აქვს საკმარისი დანაზოგი, მაგრამ აქვს მუდმივი შემოსავალი. დღეს უკვე ძალიან პოპულარულია ანგარიშსწორების ეს ფორმა. შიდა განვადების დეტალები დამოკიდებულია დეველოპერულ კომპანიებზე, მაგრამ გეტყვით, რომ სამშენებლო კომპანია ბათუმში “ტექტო ჯგუფი” არ გთხოვთ შემოსავლების დამადასტურებელ ცნობას.

ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან კარგად მოგვეხსენება ბანკების იპოთეკური სესხის აღებისას აუცილებელია შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ამ შემთხვევაში კი “ტექტო ჯგუფი” არ საჭიროებს უამრავი საბუთის წარდგენას და აქ ბინები შიდა განვადებით ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე იყიდება.

არსებობს შიდა განვადების არაერთი ტიპი და ფორმა. ვინაიდან ბევრი სამშენებლო კომპანია იყენებს ანგარიშსწორების ამ მეთოდს, ამიტომ ბევრი განსხვავებული ვარიანტი შეგხვდებათ. განვადების ვადა, პირობები, გადახდის გრაფიკი და ა.შ. არ არის უნივერსალური და დამოკიდებულია სამშენებლო კომპანიაზე. ასევე, ტიპებს რაც შეეხება, არსებობს შიდა უპროცენტო განვადება, განვადება წინასწარი გადახდით, თანამონაწილეობით და ა.შ.

აუცილებელია, რომ სანამ განვადების პირობების განხილვაზე გადახვალთ, შეამოწმოთ დეველოპერული კომპანიის სანდოობა და მშენებლობის ხარისხი. როგორი გამოცდილება აქვთ, იცავენ თუ არა სტანდარტებს და თავისთავად როგორი პირობები აქვთ. ასე რომ, თუ გსურთ თბილისის თქვენს საყვარელ უბანში ახალი ბინას შეძენა, ან მაგალითად ბათუმში გსურთ საცხოვრებელი კომპლექსი ზღვის ხედით, მოიძიეთ გამოცდილი სამშენებლო კომპანია და თქვენზე მორგებული პირობები.

რას გთავაზობთ “ტექტო ჯგუფი”

საცხოვრებელი კომპლექსი “ტექტო ფრანკო”

ვახსენეთ ზღვის ხედები და ამ თემაზე საუბრისას აუცილებლად უნდა გამოვყოთ ბათუმი, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც მთავარ ტურისტულ ადგილად იქცა არამხოლოდ ქვეყნის მასშტაბით, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. უამრავი მიზეზი არსებობს, თუ რატომ უნდა ეწვიო ამ ქალაქს და რატომ უნდა შეიძინო ბინა ბათუმში.

აქტიური ღამის ცხოვრება, კულტურული ღირშესანიშნაობები, მდიდარი ისტორია და რა თქმა უნდა – ულამაზესი პლაჟები. ბათუმი იდეალური ადგილია როგორც ზღვის მოყვარულებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ბუნებასთან ახლოს სურს ყოფნა.

სამშენებლო კომპანია “Tekto Group”-მა ზუსტად აჭარის ზღვისპირეთი აირჩია პრემიუმ კლასის აპარტამენტების ასაშენებლად. ულტრათანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში მდებარეობს.

პროექტი 4 კორპუსს აერთიანებს, სადაც საერთო ჯამში 813 ბინაა განთავსებული. პროექტის ფარგლებში ასევე შენდება კომერციული ფართები, პარკინგი, სპორტული მოედნები, ბავშვთა გასართობი ცენტრი და რეკრეაციული ზონები – “ტექტო ფრანკო” მაცხოვრებლებს ყველაფერს სთავაზობს.

66.3 მ² ბინა

“ტექტო ჯგუფი”-ს მიზანია საქართველოს სამშენებლო სფეროში მსოფლიო სტანდარტები დანერგოს, ამიტომ კომპანია ასევე ეწევა სამრეწველო საქმიანობას. ვინაიდან, ქვეყანაში არ არის ხელმისაწვდომი შესაბამისი ხარისხის პროდუქცია, “ტექტო”-მ თავად დაიწყო სამშენებლო ბლოკის, ბეტონისა და წებო-ცემენტის წარმოება.

“ტექტოს” ერთ-ერთი პრიორიტეტი ენერგოეფექტური მშენებლობაა, ამიტომ საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით წარმოებული B30 მარკის ბეტონი, პოლისტიროლ-ბეტონის ბლოკი, B500B კლასის არმატურა ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებია. პლუს ამას, “ტექტო ფრანკო”-ს ყველა მობინადრეს, საჩუქრად გადაეცემა ჭკვიანი სახლის პაკეტი.

ასე რომ, მათთვის ვისთვისაც მნიშნელოვანია თანამედროვე სახლის ჭკვიანი ტექნოლოგიები და ზღვისპირას სურს ცხოვრება, აპარტამენტები ბათუმში ყიდვა ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა.

მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა მშენებლობისას ბუნებრივ გარემოს მაქსიმალურად გათვალისწინება. ზუსტად ამიტომ, 11 000 კვ.მ ფართობი, სადაც “ტექტო ფრანკო” არის გაშენებული, აქედან აქედან 6000 კვ. მ. რეკრეაციული სივრცეს უჭირავს.

და ბოლოს, “ტექტო”-ს შეთავაზება მათთვის, ვისაც ბინები შიდა განვადებით სურს

12 სართულიან კორპუსში ბინის შეძენისას, თქვენ მიიღებთ 10 თვიან შიდა განვადებას, წინასწარ 30%-ანი შენატანით. ამავე კორპუსში დიდი ფართობის ბინაზე(პირობითად იგულსიხმება 80 კვ.მ.) შესაძლებელია ასეთი ანგარიშსწორება – პირველად შენატანი 30%, შემდეგ სრულით თანხის 40% გადანაწილებული 10 თვეზე და ბოლოს, მე-11-ე თვეს დარჩენილი 30%.

20 სართულიანი კორპუსის ბინებზე კი ვრცელდება 20 თვიანი განვადება, წინასწარ 30%-ის თანამონაწილეობით.

გარდა ამისა, შესაძლებელია ინდივიდუალურად სხვადასხვა პირობების განხილვა.