დღევანდელ სწრაფად განვითარებად ციფრულ ეპოქაში ჭკვიანი ტექნოლოგიები უკვე ყველგან გვხვდება. გამონაკლისი არაა ჭკვიანი სახლის სისტემა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ბინის მოწყობის სფეროში.
გონიერი ტექნოლოგიები გვთავაზობენ მეტ კომფორტს, უსაფრთხოებას, დამატებით უამრავ ფუნქციას და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ენერგიისა და ხარჯების დაზოგვის პარალელურად ხდება.
მოდით გამოვიკვლიოთ, როგორ ახერხებენ ამას ჭკვიანი სახლის სისტემები, რა არის მათი მზარდი პოპულარობის მიზეზი და რეალურად რა სარგებელს გვთავაზობენ.
რამდენადაც ტექნოლოგია აგრძელებს განვითარებას ჭკვიანი სახლი ხელმისაწვდომი ხდება უფრო მეტი ადამიანისთვის. Statista-ს ანგარიშის თანახმად, 2023 წლისთვის ჭკვიანი სახლის სისტემები გლობალური ბაზარზე 141 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც ხაზს უსვამს ამ სისტემების პოპულარობას.
არაერთი სამშენებლო კომპანია უკვე წარმატებით იყენებს ჭკვიან სისტემებს. საქართველოშიც ნელ-ნელა ფეხს იკიდებს თანამედროვე მიდგომები სამშენებლო სფეროში – მწვანე არქიტექტურა, ენერგოეფექტური მშენებლობები და ჭკვიანი სახლის მოწყობილობები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სისტემას იყენებს სახლი, მაგრამ როგორც წესი ჭკვიანი სახლი შემდეგ უპირატესობებს გთავაზობთ:
ავტომატიზაცია: ჭკვიანი სახლის სისტემები ახდენენ რუტინული ამოცანების ავტომატიზაციას, როგორიცაა განათების ჩართვა/გამორთვა, თერმოსტატების რეგულირება, მოწყობილობების კონტროლი, რაც საბოლოოდ ჩვენი დროისა და რესურსების დაზოგვაში აისახება. ჭკვიანი სახლის სისტემა საშუალებას გაძლევთ აპლიკაციის მეშვეობით აკონტროლთ პულტიანი მოწყობილობები, ასევე – შუქის, წყალის და გაზის დეტექტორები.
ჭკვიანი კარის საკეტი: თითოეული აპარტამენტის მთავარი კარი აღჭურვილია თითის ანაბეჭდის სენსორით, კარების გაღება შესაძლებელი ერთჯერადი კოდითაც, რომელსაც აპლიკაციის მეშვეობით მიიღებთ. ჭკვიანი კარის საკეტი გთავაზობთ კომფორტისა და უსაფრთხოების შეუდარებელ დონეს. თქვენ აღარ მოგიწევთ გასაღების სულ თან ტარება, ან იმაზე ფიქრი, შემთხვევით ხომ არ დაკარგეთ. ამის ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გამოიყენოთ უნიკალური წვდომის კოდი, ან უბრალოდ თითის ანაბეჭდი თქვენს სახლში შესასვლელად. ასევე შეგიძლიათ მარტივად მიანიჭოთ დროებითი წვდომა სტუმრებს, სერვისის პროვაიდერებს ან ნებისმიერ ადამიამანს, როცა მოისურვებთ.
ჭკვიანი თერმოსტატები: თერმოსტატი უზრუნველყოფს ენერგიის ოპტიმალურად მოხმარებას. ის ტემპერატურად ავტომატურად არეგულირებს, ან ხელმძღვანელობს წინასწარ დაყენებული გრაფიკის საფუძველზე. სურვილის შემთხვევაში მობილური აპლიკაციის გამოყენებით სახლში მისვლამდე ჩართავთ გათბობის ქვაბს. ფუნქციები საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს: გაგრილებას, გათბობას, ვენტილაციას და ა.შ.
განათების კონტროლი: გონიერი განათების სისტემების ინტეგრირებით მარტივად რეგულირდება განათების დონე. ეს ხელს უწყობს კომფორტული ატმოსფეროს შექმნას და ამასთან ერთად ზოგავს ენერგიას.
გონიერი საკეტები უზრუნველყოფენ როგორც კომფორტს, ასევე მეტ უსაფრთხოებას.
რამდენჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა სახლის გასაღების ძებნის პროცესი ძალიან გაწელილა და მნიშვნელოვან საქმეზე დაგიგვიანიათ, ან გასაღები დაგეკარგათ და ახლის გაკეთება გიწევთ.
თანამედროვე ტექნოლოგიები ტრადიციულ გასაღებს და მასთან დაკავშირებულ ყველა გაუგებრობას თავიდან აგარიდებთ. კარის გაღება შესაძლებელია თითის ანაბეჭდით, პაროლით, სმარტფონით და ა.შ. რა თქმა უნდა არც დისტანციურად გაღება/დაკეტვის ფუფუნებას მოგაკლებთ ჭკვიანი სახლის სისტემა.
თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაუღოთ თქვენი სახლის ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში იმყოფებით.
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პერსონალიზებული რეჟიმი და სახლის სისტემა თქვენი ცხოვრების წესსა და რუტინას მოარგოთ. მაგალითად, ერთი ბრძანების ან ღილაკის დაჭერით, შეგიძლიათ განათება მყუდრო რეჟიმზე დააყენოთ, დაარეგულიროთ თერმოსტატი, ჩართოთ დამამშვიდებელი მუსიკა, შექმნათ შესანიშნავი ატმოსფერო დასვენებისთვის და სტუმრების გასართობად.
როგორც უკვე ვახსენეთ, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ თქვენს სახლს ნებისმიერი ადგილიდან და მიიღოთ გაფრთხილებები უჩვეულო აქტივობების ან დარღვევების შემთხვევაში. უსაფრთხოების ეს დამატებითი ოფცია უზრუნველყოფს სიმშვიდეს და საშუალებას გაძლევთ დაისვენოთ და თავი კომფორტულად იგრძნოთ იმის ცოდნით, რომ თქვენი სახლი დაცულია.
საბოლოო ჯამში ჭკვიანი სახლი სრული ავტომატიზებით, დისტანციური მართვისა და ხმოვანი ბრძანების შესაძლებლობებით ბევრ ფუნქციას აერთიანებს და კომფორტულ გარემოს სთავაზობს მაცხოვრებელს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში ნელ-ნელა პოპულარული ხდება თანამედროვე მშენებლობის ტენდენციები. მწვანე არქიტექტურა, ენერგოეფექტური მასალების გამოყენება და ჭკვიანი ტექნოლოგიების იმპლენტირება მთელს მსოფლიოში ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა. “ტექტო ჯგუფი” აქტიურად ეწევა მსგავსი ცოდნისა და გამოცდილების საქართველოში დანერგვას. “ტექტო”-ს მშენებარე აპარტამენტები ბათუმში ყველა ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
ტექტო ფრანკო – საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში ზღვის ნაპირიდან სულ რაღაც 100 მეტრში მდებარეობს. პროექტი გაშენებულია 11 000 კვ.მ ფართობზე, პროექტი მოიცავს 4 კორპუსს და საერთო ჯამში 923 ბინას აერთიანებს.
პროექტის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებული უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებით მიმდინარეობს. “ტექტო” უახლეს სტანდარტებს ნერგავს და თავად აწარმოებს სამშენებლო მასალებს. B30 მარკის ბეტონი, პოლისტიროლ-ბეტონის ბლოკი და B500B კლასის არმატურა უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა.
“ტექტოს” ენერგოეფექტურ სახლს იდეალური თბოიზოლაციური თვისებები აქვს, რაც საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ თქვენი კომუნალური ხარჯები და გარდა ამისა, იცხოვროთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.
ამ პროექტის ფარგლებში “ტექტო”-ს მშენებარე ბინები ბათუმში მწვანე კარკასით ბარდება. ეს მოიცავს ამოყვანილ შებათქაშებულ კედლებს, ორმაგ ალუმინის კარ-ფანჯარას, მოჭიმულ იატაკს, სახლში შეყვანილ კომუნიკაციებს: დენი, წყალი, გაზი.
“ტექტო ჯგუფი” ყველა მხრივ ქმნის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს. პროექტი ითვალისწინებს ორსართულიანი საპარკინგე სივრცეს, სადაც ავტომობილები კომპლექსის ტერიტორიაზე გავლის გარეშე ჩავლენ. ეს ნიშნავს, რომ საცხოვრებელი სივრცე გამონაბოლქვისა და ბუნების დაბინძურებისგან იქნება დაცული.
რაც მთავარია, „ტექტო ფრანკო“-ს პროექტში შეძენილ ყველა სახლს საჩუქრად მოჰყვება ჭკვიანი სახლის პაკეტი.
იფიქრე მომავალზე, იფიქრე ტექტოზე!
სისტემა და საჩუქარი ტექტოსგან