დღევანდელ ურბანიზებულ გარემოში რეკრეაციული ზონა უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. მწვანე სივრცეების არსებობა აუცილებელია, როგორც მაცხოვრებლებისთვის, ისე ზოგადად ქალაქისთვის.
ბლოგში ვისაუბრებთ ამ მწვავე საკითხზე. გამოვიკვლევთ, თუ რა უპირატესობა აქვს მწვანე ადგილებს – გამწვანებული კორპუსის ეზო იქნება, თუ ნებისმიერი პარკი და ვისაუბრებთ თუ რა სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოში.
კარგად მოწყობილი და მოვლილი რეკრეაციული ზონა პირდაპირ გვაკავშირებს ბუნებასთან და ეს დიდი ფუფუნებაა დღევანდელ ბეტონის ჯუნგლებში. გალამაზებული კორპუსის ეზო შეიძლება გადაიქცეს ერთგვარ თავშესაფრად, სადაც განიტვირთები და დამშვიდდები. ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მწვანე არქიტექტურის კონცეფცია კი უზრუნველყოფს მშვიდ გარემოს, ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
კორპუსის ეზო და რეკრეაციული ზონა ასევე ხელს უწყობს ფიზიკურ აქტივობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა ჩვენი სხეულის ფორმაში ჩასაყენებლად და გასაჯანსაღებლად.
რეკრეაციული ზონა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დასასვენებელი სივრცე. ეს არის საზოგადოების შეკრების ადგილი, სადაც მეგობრობა ყალიბდება. ასეთ ადგილებში რეგულარული ვიზიტები ხელს უწყობს ფიზიკურ აქტივობას, რაც გადამწყვეტია მჯდომარე ცხოვრების წესთან საბრძოლველად, რომელსაც სამწუხაროდ ურბანული დღის წესრიგი ავითარებს. ჯანმრთელობის სარგებელი აშკარაა: უკეთესი ფიზიკური მდგომარეობა, გაუმჯობესებული ფსიქიკური ჯანმრთელობა და ზოგადი კეთილდღეობა.
რა თქმა უნდა, რეკრეაციული ზონა მხოლოდ ადამიანებისთვის არაა განკუთვნილი. ის ბიომრავალფეროვნების განვითარებას უწყობს ხელს და გადამწყვეტია ადგილობრივი ველური ბუნების მხარდასაჭერად.
მოკლედ რომ შევაჯამოთ სხვადასხვა ტიპის სარგებელი:
საქართველოში კარგად გვაქვს გააზრებული ბუნებასთან სიახლოვის მნიშვნელობა. მაგალითად, თუ მაცხოვრებელს ბინის ყიდვა ბათუმში სურს, ყოველთვის აქცენტს აკეთებს ისეთ ადგილზე, სადაც გარდა ზღვისა, რეკრეაციულ ზონასთან იქნება ახლოს.
ეზოებისა და საზოგადოებრივი მწვანე ადგილების გარეშე, ჩვენ ვკარგავთ უფრო მეტს, ვიდრე დასასვენებელ ადგილს. ჩვენ ვკარგავთ ყოველდღიურ კავშირს ბუნებასთან, რაც აუცილებელია ფსიქიკური კეთილდღეობისთვის.
მწვანე სივრცეების არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს გარემოსდაცვითი გამოწვევები, მათ შორის ჰაერის ცუდი ხარისხი და ზაფხულში აუტანელი სიცხე. საცხოვრებელი სივრცეები დიდი გამწვანების გარეშე შესაძლოა ნაკლებად მიმზიდველი აღმოჩნდეს პოტენციური მაცხოვრებლებისა და ბიზნესებისთვის, რაც გავლენას მოახდენს ადგილობრივ ეკონომიკაზე და ქონების ღირებულებაზე.
გამწვანებული გარემო საქართველოში არაერთგან შეგხვდებათ, როგორც დედაქალაქში, ასევე თბილისს გარეთ, თუმცა ნაკლებობაა ისეთი საცხოვრებელი კომპლექსების, რომელიც ერთის მხრივ მთლიანად ჩაფლულია რეკრეაციულ ზონაში და თან მაქსიმალურად იცავს ბიომრავალფეროვნებას.
„ტექტო ფრანკოს“ აპარტამენტები ქალაქ ბათუმში, რომელსაც „ტექტო ჯგუფი“ აშენებს, 11 000 კვ.მ ფართობზეა განლაგებული. ,,ტექტო ჯგუფის” მიზანი თავიდანვე იყო, რომ აქ მაცხოვრებლებისთვის შეექმნა იდეალური საცხოვრებელი პირობები და ამასთან ერთად, წვლილი შეეტანა რეკრეაციული ზონის დაცვასა და მოვლაში.
ხსენებული ძალიან დიდი სივრცის ნახევარზე მეტი ხელუხლებელი ბუნებრივი გარემოა – 11 000 კვ.მ ფართობიდან 6 000 კვ.მ ფართობს სრულად რეკრეაციული სივრცე იკავებს.
,,ტექტო ფრანკოს” პროექტისთვის ხელოვნურად არ შექმნილა ეკო-სივრცე.
,,ტექტო რაკურსი” მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარეობს. საცხოვრებელთან ახლოსაა ბათუმის ბოტანიკური პარკი, ხოლო სანაპირო ზუსტად 100 მეტრშია. პროექტი მოიცავს ორსართულიანი საპარკინგე სივრცეს, სადაც ავტომობილები კომპლექსის ტერიტორიაზე გავლის გარეშე ჩავლენ. ეს იყო მნიშვნელოვანი პირობა, რათა საცხოვრებელი სივრცე გამონაბოლქვისა და ბუნების დაბინძურებისგან ყოფილიყო დაცული.
ტექტო ჯგუფი” თავად აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებს. კომპანიის მიზანია ქართულ ბაზარზე დამკვიდრდეს მსოფლიო სტანდარტები, რაც გულისხმობს იმას, რომ სამშენებლო კომპანიები სრული სიზუსტით დაიცავენ წესებს და მხოლოდ სერთიფიცირებულ მასალებს გამოიყენებენ.
გამწვანებული კორპუსის ეზო და რეკრეაციული ზონების მნიშვნელობა სცილდება უბრალო ესთეტიკას. მწვანე ადგილები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პიროვნული კეთილდღეობისთვის, ჯანმრთელობისთვის, სოციალური და ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობისთვის.