ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მზარდი მიგრაციისა და გადატვირთული ცხოვრების რეჟიმის გამო, ქართულ ბაზარზე საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა ზღვისპირა აპარტამენტებზე. ასეთი ბინები მაცხოვრებელს სიმშვიდესა და ბუნებასთან დაკარგული კავშირის აღდგენას სთავაზობს.
განსაკუთრებული პოპულარობით კი აჭარაში მდებარე კურორტი ჩაქვი სარგებლობს, რომელიც სუფთა სანაპირო ზოლითა და მიმზიდველი ბუნებით გამოირჩევა.
მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი კომპლექსები ჩაქვში მართლაც მიმზიდველად ჟღერს, ბინის შერჩევა შესაძლოა ამ ტერიტორიაზეც საკმაოდ რთულ პროცესად იქცეს.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმ ფაქტორებზე, რომლის გათვალისწინებითაც უნდა შევარჩიოთ ბინები ჩაქვში.
იქამდე, სანამ ახალაშენებული ბინის შეძენის გადაწყვეტილებას მიიღებთ, მნიშვნელოვანია განსაზღვროთ თქვენთვის სასურველი კარკასის მდგომარეობა. დღესდღეობით ახალაშენებული ბინების უმრავლესობა თეთრი კარკასის სახით ბარდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ბინის შერჩევა შავი კარკასის მდგომარეობითაც შეიძლება. ეს უფრო დიდ თავისუფლებას მოგცემთ სივრცეში სასურველი ცვლილებების განსახორციელებლად.
მწვანე კარკასი კი შედარებით ახალი კონცეფციაა, რომლის ბაზარზე დამკვიდრებაშიც უდიდესი წვლილი სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია “ტექტოს” მიუძღვის. ჩვენი ყველა საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კარკასის სახით ბარდება მომხმარებელს. მწვანე კარკასი ერთი შეხედვით თეთრ კარკასს ჰგავს, თუმცა ის კოსმეტიკურ რემონტს მოიცავს და ბინის უფრო დასრულებულ ვერსიას აბარებს ახალმოსახლეს. მწვანე კარკასის შეძენის შემთხვევაში თქვენს ბინაში გაყვანილ კომუნიკაციებთან, მოჭიმულ იატაკთან, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარასა და გადატიხრულ კედლებთან ერთად გამართული იქნება თბოგაყვანილობა და სანტექნიკა.
ხშირია შემთხვევები, როცა სამშენებლო კომპანიები მომხმარებელს საცხოვრებელს დაზიანებებით აბარებენ. ამიტომ იქამდე, სანამ ბინას შეიძენთ შეამოწმეთ სახლის ყოველი კედელი ბზარებსა და სხვა ტიპის დაზიანებებზე. თუ ძველი აშენებული კორპუსით ხართ დაინტერესებული, შეამოწმეთ მილების მდგომარეობაც.
“ტექტო ჯგუფის” ბინები და სხვა საცხოვრებელი კომპლექსები ჩაქვში საშუალებას გაძლევთ გონივრულად დაგეგმარებულ პროექტში იცხოვროთ და დატკბეთ ზღვისპირა ცხოვრების ყველა სიკეთით. ჩვენი პროექტების დახმარებით, ბინის შერჩევა, ფაქტობრივად აღარ დაგჭირდებათ – “ტექტო ჯგუფი” თქვენს ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ საცხოვრებელს შემოგთავაზებთ.
ბინის შერჩევა, როგორც პროცესი წარმოუდგენელია სასურველი ლოკაციის განსაზღვრის გარეშე. ჩაქვში ბინა საუკეთესო შემთხვევაში, ზღვასთანაა ახლოს, რაც ზღვის პირას დასვენებისა და ცხოვრების საუკეთესო გამოცდილების მიღების საშუალებას მოგცემთ. ზღვის ჰაერი წმენდს სასუნთქ სისტემას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფილტვის ფუნქციონირებას.
საცხოვრებლის გარშემო მწვანე სივრცეების არსებობა გადამწყვეტი ფაქტორია თქვენი ცხოვრების ხარისხისთვის. ბუნებასთან კავშირი ამცირებს სტრესს და აძლიერებს იმუნიტეტს. ამ გზით შეძლებთ შეიქმნათ ჯანსაღი და ბედნიერი საცხოვრებელი გარემო.
იმისთვის, რომ განსაზღვროთ ბინა რამდენად კარგ ადგილას მდებარეობს, უნდა გაარკვიოთ ახლოსაა თუ არა მასთან საპარკინგე სივრცეები, სუპერმარკეტები, სკოლები, ბაღები, სავარჯიშო დარბაზები და სხვადასხვა დასასვენებელ-შემეცნებითი სივრცეები. მოკლე მანძილი ასეთ დაწესებულებებთან მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ ყოველდღიურობას და თქვენს ცხოვრებას ბევრად სასიამოვნოს გახდის.
ჩაქვი ცნობილია საქართველოში საუკეთესოდ მოწყობილი სანაპიროებითა და სუფთა წყლით. ამასთან ერთად, წყალი ნაპირიდან შორ მანძილზე იწყებს გაღრმავებას, რაც ჩაქვის ზღვას განსაკუთრებით უსაფრთხოს ხდის ბავშვებისთვის. ოჯახებისთვის ამ ტერიტორიაზე ბინის შერჩევა მართლაც საუკეთესო არჩევანია.
შთამბეჭდავ ბუნებასთან ერთად, ჩაქვი გამოირჩევა პარკების სიმრავლითაც – მტირალას ულამაზესი პარკი UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შედის.
ჩაქვს ბათუმისგან სულ რაღაც 9 კილომეტრი აშორებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩაქვში მაცხოვრებლისთვის მარტივად არის შესაძლებელი ისეთი მნიშვნელოვანი ლოკაციების მონახულება როგორებიცაა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ეთნოგრაფიული მუზეუმი და მრავალი სხვა ღირსშესანიშნაობა.
ჩაქვში ცხოვრება საშუალებას მოგცემთ დატკბეთ ზღვისა და მთის ჰავის სასიამოვნო ნაზავით, რომელიც გაგიჯანსაღებთ ცხოვრებას. საცხოვრებელი კომპლექსები ჩაქვში ყველაფერ ამის უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ.
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია “ტექტო ჯგუფი” აჭარის რეგიონის სუბტროპიკულ ზონაში, ჩაქვის კურორტზე ახორციელებს პროექტ “ტექტო რაკურსს”, რომელიც ზღვის ზოლიდან 30 მეტრში მდებარეობს, მტირალას ეროვნული პარკისა და ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ მდებარეობს.
პროექტის დასახელება საცხოვრებელი კომპლექსის უნიკალურ ხედებს უკავშირდება – მისი ყველა რაკურსიდანაა შესაძლებელი ზღვის პანორამული ხედების დანახვა.
“ტექტო რაკურსი” 12 417 კვ.მ-ზე განთავსდება და მოიცავს პრემიუმ კლასის აპარტამენტებს, რომლებიც ჭკვიანი სახლის სისტემითაა აღჭურვილი. ამ პროექტში საცხოვრებელი ფართი 29 კვ.მ-დან 97 კვ.მ-მდე იზრდება.
იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი საკუთარ ნავსადგურსაც მოიცავს, “ტექტო რაკურსის” მიმართულებით კატერით გადაადგილება იქნება შესაძლებელი იახტკლუბიდან. ეს კი მობინადრეებს დამატებით კომფორტს შეუქმნის.
მაცხოვრებლებისთვის ხელმისაწვდომია დაცვის 24-საათიანი მომსახურება და კონსიერჟის სერვისი.
“ტექტო” ქართული სამშენებლო კომპანიაა, რომელიც პროფესიონალიზმითა და ნოვატორული ხედვებით გამოირჩევა. კომპანია სამშენებლო პროექტებთან ერთად სამრეწველო საქმიანობით, კერძოდ, სამშენებლო მასალების წარმოებითაცაა დაკავებული, რაც მის პროფესიონალიზმს ამ სფეროში დაკავშირებით კიდევ უფრო ზრდის.
ჩვენ ვზრუნავთ როგორც ეკოლოგიაზე, ისე მომხმარებელზე და გვსურს შევქმნათ თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი, რომელიც მობინადრეებს ჯანსაღ გარემოს შეუქმნის.
“ტექტო ფრანკო” ქალაქ ბათუმში, კონცელიძის #8-ში მდებარეობს. “ტექტოს” ბათუმის ბინები 11 000 კვ.მ-ზეა გაშენებული და მასში 921 ბინა შედის. კომპლექსის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვითა და უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა მასალებით მიმდინარეობს. ბინები მაცხოვრებლებს მწვანე კარკასის სახით ბარდება, მობინადრეებს კი საჩუქრად ჭკვიანი სახლის სისტემა გადაეცემა, რაც მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.