სამშენებლო ინდუსტრია გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია, რომელიც დიდ როლს ასრულებს მსოფლიო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. როგორც მსოფლიო აგრძელებს განვითარებასა და ცვლილებას, ასევე იცვლება სამშენებლო ინდუსტრია.
დღეს სამშენებლო ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებიის მთავარი პრიორიტეტები ენერგოეფექტურობა, მწვანე არქიტექტურა, ჭკვიანის სახლის სისტემა, უახლესი სამშენებლო მასალები და მშენებლობისას უსაფრთოების მაქსიმალური მონიტორინგია.
თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სფეროში
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენცია სამშენებლო ინდუსტრიაში არის აქცენტი ენერგოეფექტურობაზე.
ყველა პასუხისმგებლიანი დეველოპერული სამშენებლო კომპანია ეძებს გზას, რათა შეამციროს ნახშირბადის ემისია და დაამკვიდროს ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკა. ეს გულისხმობს შესაბამისი მასალების გამოყენებას, ნარჩენების შემცირებასა და განახლებადი ენერგიის წყაროების გაერთიანებას, როგორიცაა მზის და ქარის ენერგია.
ენერგოეფექტური მშენებლობის უპირატესობები ძალიან ბევრია და სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ გარემოს, არამედ შეამცირებს კომპანიების ხარჯებს, ხოლო მაცხოვრებლებს კი ბევრად კომფორტულ საცხოვრებელს სივრცეს შეუქმნის.
მწვანე არქიტექტურა არის ისეთი მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს შექმნას ეკოლოგიურად სუფთა და ლანდშაფტთან იდილიაში მყოფი ნაგებობები.
ასეთ შენობებში ხშირად არის ბუნებრივი ვენტილაცია, გაზრდილი წვდომა ბუნებრივ შუქზე, ჰაერის ფილტრაციის სისტემები – ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს შიდა ჰაერის ხარისხზე, რაც ხელს უწყობს ზოგადი ატმოსფეროს გაუმჯობესებას.
გამწვანების მნიშვნელობა თანამედროვე არქიტექტურაში საკმაოდ დიდია. მწვანე არქიტექტურა ზრუნავს არა მხოლოდ ეკოლოგიაზე, არამედ მას ასევე შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს შენობის მაცხოვრებლების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
ბუნებრივი განათებისა და ვენტილაციის სისტემების გამოყენებით, შენობები ქმნიან უფრო ჯანსაღ და კომფორტული შიდა სივრცეს. ეს ყველაფერი კი ძალიან ეხმარება მაცხოვრებლების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას – გაუმჯობესებული პროდუქტიულობა, შემცირებული სტრესი და ბევრი სხვა სარგებელი, რომელიც შეუნიშნავი არ დაგრჩებათ.
დღეს ისე როგორც არასდროს ყველა სანდო დეველოპერული სამშენებლო კომპანია უდიდეს პრიორიტეტს ანიჭებს უსაფრთხოებას მშენებლობის დროს.
სამშენებლო სივრცე სპეციფიკიდან გამომდინარე არაერთი რისკის მატარებელია. ეს განსაკუთრებით ეხება დიდ პროექტებს, სადაც სამუშაოს მასშტაბი და სირთულე ზრდის საფრთხეს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა სამშენებლო კომპანიას, რომ პრიორიტეტი მიანიჭოს ადგილზე მისული დასაქმებულებისა და ვიზიტორების უსაფრთხოებას.
სპეციფიკური აღჭურვილობა, უსაფრთხოების მუდმივად განახლებადი გეგმა, აღჭურვილობის სათანადო გამოყენება, სამშენებლო კოდების დაცვა და ა.შ. – ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით მინიმუმამდე დაიყვანება უბედური შემთხვევებისა და დაზიანებების რისკი.
მორიგი პოპულარული ტენდენცია ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიაა. ეს ტექნოლოგია სახლის მფლობელებს საშუალებას აძლევს დისტანციურად აკონტროლონ საკუთარი სახლის განათება, ტემპერატურა, უსაფრთხოების სისტემები და გასართობი სისტემები ერთი მოწყობილობიდან, როგორიცაა სმარტფონი, ან პლანშეტი.
ჭკვიანი სახლის ტექნოლოგია შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა მოწყობილობებსა და სისტემებს, როგორიცაა ჭკვიანი თერმოსტატები, განათება, საკეტები, უსაფრთხოების კამერები, ჭკვიანი გასართობი სისტემები. ამ მოწყობილობების მართვა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, როგორიცაა ხმოვანი ბრძანებები, მობილური აპლიკაციები, ან ცენტრალური მართვის პანელი.
ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის მისი უნარი გააუმჯობესოს ენერგოეფექტურობა და დაზოგოს ფული. მაგალითად, ჭკვიან თერმოსტატი ავტომატურად არეგულირებს სახლის ტემპერატურას სახლის მფლობელის პრეფერენციებისა და განრიგის მიხედვით, რაც ხელს შეუწყობს ენერგიის მოხმარების შემცირებას და გათბობისა და გაგრილების ხარჯების დაწევას.
გარდა ამისა, ტექნოლოგიას უდიდესი როლი აქვს სახლის უსაფრთხოების დაცვაში. მფლობელი დისტანციურად აკონტროლებს სახლს უსაფრთხოების კამერებისა და ჭკვიანი საკეტების გამოყენებით. ტექნოლოგია ასევე რეალურ დროში გზავნის შეტყობინებებს, თუ აღმოაჩენს რაიმე უჩვეულო აქტივობას, მაგალითად, ვიღაც სახლში შესვლას ცდილობს მეპატრონის ნებართვის გარეშე.
როგორ აისახება მშენებლობის თანამედროვე ტრენდები საქართველოზე
საქართველო ნელ-ნელა უწყობს ფეხს ახალ გამოწვევებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სამშენებლო სფერო ძალიან აქტიურია და ყოველწლიურად ათასობით საცხოვრებელი ნაგებობა შენდება, ჯერ მაინც ბოლომდე არაა ათვისებული ყველა თანამედროვე ტექნოლოგია და ხშირად არც სტანდარტებშია შესაბამისობა.
საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ორი ქალაქია – თბილისი და ბათუმი. ამ უკანასკნელზე მოთხოვნა ძალიან იზრდება როგორც ადგილობრივების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან. მშენებარე ბინები საკმაოდ სწრაფი ტემპით იყიდება. ბათუმის პოპულარობას არაერთი მიზეზი განაპირობებს და ბოლო წლებია ქალაქში მასშტაბური მშენებლობების ბუმია.
მშენებლობა ბათუმში, რომელიც ყველა ხსენებულ უახლეს ტენდენციას ითვალისწინებს და ახალ სტანდარტებს ნერგავს ეროვნულ სამშენებლო სფეროში “ტექტო ჯგუფი”-ს პროექტია. “ტექტო ჯგუფი” ახალი სიტყვაა ქართულ სამშენებლო ინდუსტრიაში.
პირველ რიგში, კომპანიამ თავად დაიწყო სამშენებლო მასალების წარმოება, რადგან ხარისხიანი პროდუქტის ნაკლებობა არსებობს ქართულ ბაზარზე.
საცხოვრებელი კომპლექსი “ტექტო ფრანკო” მდებარეობს ბათუმში. პროექტი გაშენებულია 11 000 კვ.მ ფართობზე და საერთო ჯამში 921 ბინა 4 შენობაშია გადანაწილებული. ეს მშენებლობა ბათუმში რეალურად არის “ქალაქი ქალაქში”, რადგან აერთიანებს კომერციულ ფართებს, სპორტულ მოედნებს, პარკინგს, ბავშვთა გასართობ ცენტრს და რეკრეაციულ ზონებს.
საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებული უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალები “ტექტო ჯგუფი”-ს ძირითად იდეალებს გამოხატავს.
გარდა იმისა, რომ მშენებარე ბინები ბათუმში ყველანაირ კომფორტს სთავაზობს მომავალ მაცხოვრებლებს, ასევე უდიდეს ყურადღებას აქცევს ბუნებრივ გარემოს. კომპანიამ თავიდანვე განიზრახა, რომ კომპლექსი არათუ უარყოფითად მოქმედებდეს ბუნებრივ გარემოზე, არამედ პირიქით ხელს უწყობდეს უნიკალური ეკოსისტემის განვითარებას. ზუსტად ამიტომ 11 000 კვ. მეტრიდან 6 000 კვ. მეტრი ხელუხლებელ რეკრეაციულ სივრცეს უკავია.
დამატებით, “ტექტო ჯგუფი” ყველა მობინადრეს ჭკვიანი სახლის პაკეტით ასაჩუქრებს.
ასე რომ, ეს პროექტი აერთიანებს მსოფლიოში პოპულარულ ყველა უახლეს ტენდენციას და ხელს უწყობს ქართული სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებას.