სამშენებლო კომპანია “ტექტო ჯგუფი” აჭარაში, ეკოლოგიურად სუფთა სუბტროპიკულ ზონაში, კურორტ ჩაქვში ახორციელებს ახალ პროექტს – „ტექტო რაკურსს“, რომელიც ზღვის ზოლიდან 30 მეტრში მდებარეობს, ბოტანიკურ ბაღთან და მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარედ. პროექტის სახელწოდება მისი უნიკალური ხედებიდან მომდინარეობს, რადგან კომპლექსის ყველა რაკურსიდან იშლება ზღვის პანორამული ხედები.
შეგიძლიათ შეიძინოთ “ტექტო რაკურსის” ბინები ჩაქვში, რომელიც 12 417 კვ.მ-ზე განთავსდება და მოიცავს ჭკვიანი სახლის სისტემით აღჭურვილ პრემიუმ კლასის აპარტამენტებს 29 კვ.მ-დან 97 კვ.მ-მდე. “ტექტო რაკურსის” მიმართულებით გადაადგილება ბათუმის იახტკლუბიდან კატერით იქნება შესაძლებელი, რადგან პროექტი საკუთარ ნავსადგურსაც ითვალისწინებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტი ითვალისწინებს 24-საათიან დაცვას და კონსიერჟის მოსმახურებას.