მწვანე კარკასი და მისი უპირატესობა

სარჩევი

ქართულ სამშენებლო ბაზარზე ბინის მდგომარეობის გამომხატველი სხვადასხვა ტერმინი არსებობს და ალბათ ყველას გვსმენია: შავი, თეთრი, მწვანე კარკასი. რეალურად არ არსებობს ზოგადი სტანდარტი, რითიც განისაზღვრება ზუსტად რას ნიშნავს რომელიმე მათგანი. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ახალი ბინები მფლობელს, როგორც წესი, დასრულებული სახით ბარდება. შესაბამისად, ერთადერთი, რაც ახალმოსახლეს უწევს, ბინაში საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის შეტანაა.

ამ მხრივ განსხვავებული სიტუაცია იყო საქართველოში. ხშირ შემთხვევაში, მომხმარებელს ახალი ბინის გარემონტება თავისით სურდა, ამიტომ, დეველოპერები მყიდველების ამ პოტენციურ ჯგუფზე აკეთებდნენ გათვლას და მათ შავი კარკასის ბინებს სთავაზობდნენ.

ტენდენცია ნელ-ნელა იცვლება. იზრდება მოთხოვნა მწვანე კარკასზე და უფრო მეტ ადამიანს სურს მისი საცხოვრებელი, იქნება ეს ზღვისპირა აპარტამენტები, თუ მშენებარე ბინა დედაქალაქში, სრულყოფილი და დასრულებული რემონტით იყოს წარმოდგენილი.

რა არის მწვანე კარკასი

მწვანე კარკასის უპირატესობა

სანამ ვისაუბრებთ თუ რა არის მწვანე კარკასი, მანამდე მიმოვიხილოთ მისი წინამორბედები – თეთრი და შავი კარკასი. როგორც უკვე ვახსენეთ, შავი კარკასის შემთხვევაში ადამიანები თავად აკეთებენ რემონტს. შავი კარკასი მხოლოდ ბაზისურ საკითხებს მოიცავს, ხოლო თეთრი კარკასი კი შედარებით მეტ დასრულებულ სამუშაოს სთავაზობს ახალმოსახლეს.

შავი და თეთრი კარკასის პირობები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დეველოპერზე, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში შავი კარკასი გულისხმობს ისეთ ბინას, რომელსაც აქვს კარები, კარ-ფანჯარა და კომუნიკაციები მხოლოდ კარებამდეა მიყვანილი. ამ პროექტის მთავარი და ერთადერთი უპირატესობა დაბალი ღირებულებაა.

შავთან შედარებით თეთრი კარკასის ბინაში ტექნიკური საკითხები მოგვარებულია, თუმცა რემონტის გაკეთება მაინც უწევს მოსახლეს.

ზოგადი განმარტების მიხედვით, შავი და თეთრი კარკასი სხვადასხვა კონდიციაში მყოფ, მაგრამ საბოლოო ჯამში დაუსრულებელ ბინებს გულისხმობს. ვინაიდან სამშენებლო ბიზნესი ვითარდება, დეველოპერები მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე გახდნენ ორიენტირებულები და დასრულებული ბინები უფრო პოპულარული ხდება.

მაქსიმალური კომფორტზე საუბრისას უკვე უნდა ვახსენოთ მწვანე კარკასი. თუმცა აღსანიშნია, რომ ზოგჯერ ტერმინი მწვანე კარკასი მარკეტინგული იარაღია, რომელიც მომხმარებელს შეთავაზებულ უძრავ ქონებაზე გარკვეულ წარმოდგენას აძლევს, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, რეალურ სურათს ვერ გადმოსცემს.

მწვანე მშენებლობა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომლის დროსაც გამოიყენება შესაბამისი მასალები და ნაგებობა ექსპლუტაციაში გაშვების შემდეგ, უნდა ფუნქციონირებდეს ისე, რომ გარემოს ზიანი არ მიაყენოს.

მწვანე კარკასი და მწვანე არქიტექტურა რეალურად ერთმანეთთან დაკავშირებულია.

მწვანე კარკასის უპირატესობები

მწვანე კარკასი ფაქტობრივად სრულყოფილი პროექტია.  დასრულებული ბინის გარდა, მწვანე კარკასი ორიენტირებულია ენერგოეფექტურ მასალებზე და მისი ერთგვარი დევიზია – მეტი კომფორტი, ნაკლები დანახარჯი და ენერგოეფექტურობა.

ასე რომ, შებათქაშებული ჭერის, მოჭიმული იატაკისა და ბინაში შეყვანილი კომუნიკაციების გარდა, აუცილებელია, რომ მთელი საცხოვრებელი კომპლექსი იდილიაში იყოს ბუნებასთან.

მართალია, შავი და თეთრი კარკასი შედარებით ბიუჯეტური ვარიანტია, მაგრამ მწვანე კარკასის უპირატესობები ბევრად მეტია და საბოლოო ჯამში, შავი და თეთრი კარკასის რემონტი მეტი უჯდება მაცხოვრებელს, ვიდრე პროფესიონალების მიერ სრულყოფილად შესრულებული მწვანე კარკასის ტიპის ბინის შეძენა.

ბინები მწვანე კარკასით ბათუმში

ზღვისპირა სივრცე სულ უფრო პოპულარული ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთ. საქართველოს ზღვისპირა რეგიონში დიდი ხანია რაც სამშენებლო ბუმი მიმდინარეობს და განსაკუთრებით ბათუმში მშენებარე ბინები ბათუმში სარგებლობს პოპულარობით.

პროექტის არაერთი უპირატესობის გამო, ბინები მწვანე კარკასით ბათუმში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.

როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, მწვანე კარკასი გულისხმობს არამხოლოდ დასრულებულ ბინას, არამედ მნიშვნელოვანია მწვანე არქიტექტურის პრინციპების გაზიარება, რადგან ტრადიციული შენობები მოიხმარენ უამრავ ენერგიას და რესურსებს და ხელს უწყობენ სათბურის გაზების გამოყოფას. გარდა ამისა, მწვანე კარკასი და ენერგოეფექტური მშენებლობა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.

სამშენებლო კომპანია “ტექტო ჯგუფი” ყველა ამ პრინციპს  ზედმიწევნით იცავს. “ტექტო ჯგუფი” მომხმარებელს თანამედროვე და მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებს სთავაზობს.

ჩვენი პირველი პროექტი საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში “ტექტო ფრანკო”, ოთხ კორპუსს მოიცავს. პროექტი იმდენად მასშტაბურია, რომ “ტექტო ფრანკო” მოიცავს 6000 მ² ხელუხლებელ რეკრეაციული ზონას. გარდა ამისა, აქ დაგხვდებათ სპორტული მოედნები, საბავშვო სკვერები, აუზი და ფიტნეს კლუბი.

კომპლექსიდან რამდენიმე წუთის სავალზე დაგხვდებათ:

  • მწვანე კონცხი
  • ბოტანიკური ბაღი
  • საბაგირო
  • მტირალას ეროვნული პარკი

ჩვენი პროექტები შენდება საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით და ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალას, რაც უზრუნველყოფს ეკოლოგიურ სისუფთავეს.

„ტექტო ჯგუფი“ საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს: B30 მარკის ბეტონი, პოლისტიროლ-ბეტონის ბლოკი, B500B კლასის არმატურა.

ადგილობრივ ბაზარზე დიდი ხნის განმავლობაში იყო დეფიციტი ხარისხიანი ენერგოეფექტური ბლოკის. “ტექტო ჯგუფი”-ს ბლოკი დღეს-დღეობით მიჩნეულია ყველაზე ხარისხიან და სანდო სამშენებლო მასალად, როგორც თბო, ასევე ხმის იზოლაციისთვის. თბოიზოლაციური თვისებების მეშვეობით, ბინის მფლობელი  ზოგავს კომუნალურ ხარჯებს გარდა იმისა, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრობს. ამ და სხვა სპეციფიკური მასალების გამო, მთელი პროექტი კიდევ უფრო მეტად ეკომეგობრულია.

“ტექტო ჯგუფი” სხვადასხვანაირად ქმნის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს. აქ არის ორდონიანი მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგი. ავტომობილები კომპლექსის ტერიტორიაზე გავლის გარეშე ჩავლენ მიწისქვეშა პარკინგში, რაც ნიშნავს, რომ საცხოვრებელი სივრცე გამონაბოლქვისა და ბუნების დაბინძურებისგან იქნება დაცული.

შეგახსენებთ, რომ ჩვენთან კომერციული ფართები ქალაქ ბათუმში საუკეთესო კონდიციებით ბარდება, ვინაიდან ეკომეგობრული ტექნოლოგიები სრულად იმპლემენტირებულია შენობაში.

“ტექტო ფრანკო”-ში ასევე დაგხვდებათ ელექტრო მანქანების დასამუხტი სივრცე.

და რა თქმა უნდა, პროექტში ბინები მწვანე კარკასით ბარდება, რაც გულისხმობს: ამოყვანილ შებათქაშებულ კედლებს, მოჭიმულ იატაკს, ორმაგ ალუმინის კარ-ფანჯარას, სახლში შეყვანილ კომუნიკაციებს: დენი, წყალი, გაზი. ტექტო ფრანკოს ყველა მობინადრეს, საჩუქრად გადაეცემა ჭკვიანი სახლის პაკეტი.

ასე რომ, თუ გსურთ ბინები ბათუმში ზღვის ხედით ეკომეგობრულ საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც სულ რაღაც 100 მეტრშია ზღვისგან და კიდევ არაერთი უპირატესობით გამოირჩევა, დაგვიკავშირდით და დაგეხმარებით საოცნებო ბინის არჩევაში.