რატომ უნდა შეიძინო ბინა ჩაქვში

სარჩევი

კურორტი ჩაქვი, საქართველოს ულამაზეს კუთხეში, აჭარაში მდებარეობს. შავი ზღვის სანაპიროს მშვენება მთლიანად გარშემორტყმულია მტირალას ეროვნული პარკით. ჩაქვი ძალიან მიმზიდველი ეკო-კურორტია. სუფთა სანაპირო ზოლი, უნიკალური კლიმატი და შთამბეჭდავი ბუნება ამ ადგილს გამოარჩევს, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ჩაქვი ზღვის დონიდან 30 მეტრზეა და ბათუმიდან 9 კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო ქობულეთიდან 13 კილომეტრით.

პოპულარობა რა თქმა უნდა აისახება ტურისტებისა და ადგილობრივი დამსვენებლების სიმრავლით. ბოლო წლებში, ბინები ჩაქვში განსაკუთრებით მოთხოვნადია. სტატიაში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, რატომაა კურორტი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი, როგორც დამსვენებლისთვის, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის და გეტყვით, სადაა საუკეთესო მშენებარე ბინები ჩაქვში.

კურორტ ჩაქვის ღირსშესანიშნაობები

ზღვის უმშვენიერესი ხედები, გამწვანებული სანაპირო ზოლი, კეთილმოწყობილი სანაპიროები უამრავ ადგილობრივსა თუ ტურისტს იზიდავს.

ჩაქვის დაახლოებით ექვს კილომეტრიანი თეთრი ქვიშის პლაჟი იდეალური ადგილია სანაპიროების მოყვარულთათვის.

ჩაქვი სხვა ზღვისპირა კურორტებისგან განსხვავებით ბევრად მშვიდი და წყნარი ადგილია. შავი ზღვის ამ ნაწილში წყალი კრისტალურად გამჭვირვალე და სუფთაა. მთის მდინარეები პირდაპირ ჩაქვის სანაპიროზე ჩამოედინება, რაც განაპირობებს წყლის სისუფთავეს. კურორტის სანაპიროებზე ზღვის დონე დაბალია და ნელ-ნელა ღრმავდება, რის გამოც კურორტი კიდევ უფრო მომხიბვლელია.

ულამაზეს და სუფთა სანაპიროსთან ერთად, ჩაქვი გამორჩეულია პარკების მრავალფეროვნებით. მტირალას პარკი ულამაზესი ადგილია და მის მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ მტირალას ეროვნული პარკი  UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაშია შესული. 

მტირალას მთაზე ეწყობა ეთნოლოგიური, ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების, ასევე ექსტრემალური ტურები. აქაური ფლორა და ფაუნა გულგრილს არავის ტოვებს.

ჩაქვი ასევე ესაზღვრება ბათუმის ბოტანიკურ ბაღს და საკურორტო ზონა ბუკნარი-ციხისძირს. ეს უკანასკნელი გამორჩეულია ბიზანტიური პერიოდის უძველესი ციხე-სიმაგრის ნაშთებით.

კურორტის ჰაერი, ზღვისა და მზის აბაზანები ისტორიულად ცნობილია გამაჯანსაღებელი თვისებებით. განსაკუთრებით სასარგებლოა ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალოდ.

საბოლოო ჯამში, ზღვისა და მთის ჰავის ჰარმონიული ნაზავი, საზღვაო სუბტროპიკული კლიმატი, სუფთა ზღვა, ულამაზესი ქვიშიანი სანაპირო, ფიჭვებისა და ევკალიპტის ხეების ერთობლიობა ჩაქვს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილად აქცევს საცხოვრებლად.

ზუსტად ამიტომ, წლიდან-წლამდე იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე. აპარტამენტები ჩაქვში დიდი პოპულარობით სარგებლობს მყიდველში. კურორტით დიდი ხანია რაც სამშენებლო კომპანიებიც არიან დაინტერესებულები და მშენებარე ბინები ჩაქვში ბევრგან შეგხვდებათ.

რას გთავაზობთ ტექტო ჯგუფი

ქართული სამშენებლო კომპანია “ტექტო ჯგუფი” მიზნად ისახავს ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ბუნებრივი რესურსებით გაერთიანებით საქართველოში თანამედროვე მიდგომები განავითაროს სამშენებლო სფეროში.

“ტექტო ჯგუფის” მიზანია მაღალი ხარისხის, მსოფლიოში დამკვიდრებული სტანდარტებით ეკოლოგიურად სუფთა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები ააშენოს.

ჩვენი პრიორიტეტია პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია, მწვანე სივრცეებზე ზრუნვა და განვითარება და ხარისხიანი პროდუქტისა და სერვისის შეთავაზება.

კომპანიის სიძლიერეს და თვითმყოფადობას განაპირობებს, როგორც მაღალი პროფესიონალიზმი და ნოვატორული ხედვები, ასევე ადგილობრივი სამრეწველო საქმიანობა, როგორიცაა სამშენებლო მასალების წარმოება. ვინაიდან, საქართველოში ხშირად არ არის ხელმისაწვდომი მაღალი ხარისხისა და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა, ჩვენ გადავწყვიტეთ თავად გვეწარმოებინა პროდუქცია.

ჩვენ ვზრუნავთ როგორც ბუნებაზე და ეკოლოგიაზე, ასევე მომხმარებელზე, რადგან შევქმნათ უმაღლესი დონის, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი ჯანსაღი გარემოთი.

“ტექტო ჯგუფის” პირველი პროექტი “ტექტო ფრანკო” ბათუმში, 11 000 კვ. მ. ფართობზე არსებული საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც 4 კორპუსს, სპორტულ მოედნებს, პარკინგებს, კომერციულ ფართებს და რა თქმა უნდა ძალიან დიდ რეკრეაციულ ზონებს აერთიანებს. ტექტოში კარგად ვიცით, რომ მაცხოვრებლების პრიორიტეტია ბინები ზღვის ხედით და მთის ლამაზი ხედებით, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ სწორად შევარჩიოთ საცხოვრებელი კომპლექსის მდებარეობა.

“ტექტო ჯგუფის” აპარტამენტები ზღვაზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ, ამჯერად “ტექტო ჯგუფმა” გადაწყვიტა ულამაზეს კურორტ ჩაქვში აეშენებინა საცხოვრებელი კომპლექსი.

ტექტო რაკურსის კომპლექსი

ტექტო რაკურსი

ტექტო ჯგუფის ახალი პროექტი  ტექტო რაკურსი კურორტ ჩაქვში, ეკოლოგიურად სუფთა სუბტროპიკულ ზონაში მდებარეობს. საცხოვრებელი კომპლექსი  ბატუმიდან 10 კილომეტრშია და ირგვლივ ბოტანიკურ ბაღი და მტირალას ეროვნული პარკი ახვევია. ტექტო ჯგუფმა სპეციალურად შეარჩია მშენებლობისთვის ეს ადგილი, „ტექტო რაკურსი” ზღვიდან სულ რაღაც 30 მეტრში მდებარეობს და აქვე აქვს  წვრილკენჭოვანი ვრცელი სანაპირო, პარკები, პანორამული ხედები დაისზე და აისზე თითოეული აპარტამენტიდან. ტექტოს ბინები ჩაქვში უამრავ უპირატესობას სთავაზობს აქ მაცხოვრებელს.

“ტექტო რაკურსის” კომპლექსი 12 417 კვ.მ-ზეა განთავსებული. ტექტოს აპარტამენტები ჩაქვში მრავალფეროვანი არჩევანითაა და ახალმოსახლეს შეუძლია შეარჩიოს 29 კვ.მ-დან 97 კვ.მ-მდე ფართობის ბინები. ასევე გეტყვით, რომ თითოეულს აქვს ჭკვიანი სახლი და ავტომატიზაციის სისტემები. “ტექტო რაკურსის” პროექტს აქვს საკუთარი ნავსადგური და ბათუმის იახტკლუბიდან კატერით იქნება შესაძლებელი გადაადგილება.

საცხოვრებელი კომპლექსი ჩაქვში მაქსიმალური კომფორტით

ყველაფერი თქვენი კომფორტული დასვენებისთვის და ცხოვრებისთვის ერთ სივრცეში, ტექტო რაკურსის აპარტამენტები ჩაქვში გთავაზობთ მრავალფეროვან სერვისებსა და ვარიანტებს:

  • ჭკვიანი სახლის სისტემა
  • 24-საათიან დაცვა და კონსიერჟის მომსახურება
  • ზღვით მისასვლელი ობიექტამდე კატერით
  • სპა
  • საუნა
  • რესტორანი ბოლო სართულზე რომელსაც გარე ლიფტი მოემსახურება
  • პანორამული ხედით ბათუმზე
  • აუზი ტერასაზე, სადაც შეგეძლებათ განიტვირთოთ გაირუჯოთ და დატკბეთ უნიკალური სივრცული ხედებით ზღვაზე
  • სპორტული მოედნები
  • მდინარე, ნავის მომსახურების სერვისით
  • რესეფშენი და ლობი.

გაყიდვები უკვე დაიწყო და ტექტოს მშენებარე ბინები ჩაქვში სწრაფი ტემპით იყიდება. ასე რომ, იჩქარეთ. შეგახსენებთ, რომ მოქმედებს 36 თვიანი შიდა უპროცენტო განვადება და 10%-იანი პირველადი შენატანი.