როგორ შევარჩიოთ ბინა ბათუმში

სარჩევი

ზღვისპირას ბინის შერჩევა შეიძლება რთულ მისიად გვესახებოდეს, მითუმეტეს, როცა ბათუმზეა საუბარი. ბათუმი მთელი შავი ზღვის პირა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია.

ყოველწლიურად იზრდება არა მხოლოდ ტურისტების რაოდენობა, არამედ იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც აქ უძრავ ქონებას ყიდულობს. ქალაქი ყველაფერს სთავაზობს ვიზიტორს – კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, მრავალფეროვან ტურისტულ ატრაქციებს, აქტიურ ღამის ცხოვრებასა და რაც მთავარია – უნიკალურ პლაჟს.

ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით, იზრდება უძრავ ქონებაზე მოთხოვნა. განსაკუთრებით აქტუალურია მშენებარე ბინა ბათუმში. რიგი მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით, ბინის არჩევის ერთი შეხედვით რთული პროცესი, მარტივად შეიძლება მოგვარდეს.

აქ გაგიზიარებთ ძირითად საკითხებს, რის გამოკვლევასაც უნდა დაუთმოთ დრო:

  1. უსაფრთხოება
  2. ლოკაცია
  3. ხედი ფანჯრიდან
  4. ბინის მდგომარეობა
  5. რეკრეაციული ზონა
  6. ფართი
  7. წვდომა სხვადასხვა საჭიროებებზე: პარკინგი, სავარჯიშო დარბაზი, სუპერმარკეტი, სკოლა, ბაღი, მოედნები და ა.შ.

რას მივაქციოთ ყურადღება ბინის არჩევისას

გამწვანებული ეზო

რა თქმა უნდა, უსაფრთხოება ნომერ პირველი პრიორიტეტია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მშენებარე ბინები ბათუმში ძალიან მოთხოვნადია და მშენებლობები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ამიტომ, ყურადღება უნდა მიექცეს მშენებლობის ხარისხს.

ბინის ვარიანტების განხილვისას მნიშვნელოვანია იმაში დარწმუნება, რომ შენობა კარგ მდგომარეობაშია, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი პოტენციური საფრთხე, ან ტექნიკური პრობლემები.

შეამოწმეთ დაცულია თუ არა საერთაშორისო სტანდარტები და ყველა ნორმა.

უკვე დასრულებული შენობის შემთხვევაში:

  • გაითვალისწინეთ შენობის ასაკი და მშენებლობის ხარისხი. ძველ შენობებს შეიძლება მეტი მოვლა და რემონტი დასჭირდეს, ვიდრე ახალს.
  • მოძებნეთ დაზიანების, ან გაფუჭების ნებისმიერი ხილული ნიშანი, როგორიცაა ბზარები კედლებში, წყლის ლაქები, დაჟანგული მილები და ა.შ.
  • თუ არის საშუალება გაარკვიეთ შენობის ტექნიკური მომსახურების ისტორია. შეამოწმეთ, ჩაუტარდა თუ არა შენობას ძირითადი რემონტი და გაკეთდა თუ არა ის სწორად.
  • შეამოწმეთ, არის თუ არა შენობაში დაყენებული უსაფრთხოების მახასიათებლები, როგორიცაა ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია, კვამლის დეტექტორები და გამფრქვევი სისტემები და თუ ფუნქციონირებს გამართულად.

განსაკუთრებულ შემთხვევაში, რეკომენდებულია საქმეში ჩართოთ პროფესიონალი, რომელიც უფრო დეტალურად გამოიკვლევს ნაგებობას.

გარდა ამისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ლოკაცია. აქ არ იგულისხმება მხოლოდ ზღვასთან სიახლოვე, ბუნებრივ გარემოსთან ახლოს ყოფნა ასევე აუცილებელია. ბუნებასთან ხშირი კავშირი იდეალურად მოქმედებს როგორც ჩვენს ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე.

ასე რომ, ეცადეთ გასაყიდი ბინები ბათუმში ისე აირჩიოთ, რომ ახლოს იყოთ როგორც ზღვასთან, ასევე ბუნებასთან.

გასაყიდი ბინების ტიპები ბათუმში

საძინებლის დიზაინი

ზემოთ ვახსენეთ შენობის ასაკი და ხარისხი. ქალაქის ერთი ნაწილი, რომელსაც “ძველი ბათუმი” ეწოდება, ძირითადად დატვირთულია ძველებური სტილის, ასაკოვანი რამდენიმე სართულიანი სახლებით. გარდა ამისა, ტურისტული სექტორის განვითარებასთან ერთად, ბათუმში ძალიან იზრდება მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა.

საცხოვრებელი სრული კომპლექსი ბათუმში ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს. “ტექტო ფრანკოს” მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ზუსტად ის პროექტია, რომელიც ყველა პირობას ასრულებს – უსაფრთხოება, ლოკაცია, ხარისხი.

მშენებლობის ხარისხზე მეტყველებს ისიც, რომ „ტექტო ჯგუფი“ ISO სტანდარტების სრული დაცვით თავად აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებს – პოლისტიროლ-ბეტონის ბლოკი და წებოცემენტი.

საქართველოში დეფიციტი იყო ხსენებული ბლოკი, ამიტომ “ტექტო ფრანკომ” ხარისხიანი მასალის ჩანაცვლების მაგივრად, გადაწყვიტა თავად ეწარმოებინა პროდუქცია. ბევრ სხვა უპირატესობასთან ერთად, ხსენებული ბლოკი მიჩნეულია ყველაზე ხარისხიან და სანდო სამშენებლო მასალად, რომელიც ენერგოეფექტურია და იდეალურია თბო და ხმის იზოლაციისთვის.

აპარტამენტები ბათუმში

ზოგადად აპარტამენტი ბათუმში ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ინტერესი ძალიან დიდია. 2022 წლის იანვრიდან სექტემბრამდე უძრავი ქონების ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, ახალაშენებული ბინები ბათუმში კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა და ზრდამ 36% შეადგინა. ძველ ბინების შემთხვევაში კი 44%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ამავე პერიოდში, გასაყიდი ბინები ბათუმში, რომლებიც ახალაშენებულ, პრემიუმ სეგმენტში გადიოდნენ, მათზე მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა. ბინებზე მოთხოვნა მედიუმ და ეკონომ სეგმენტებში კი 55% და 36%-იანი ზრდა იყო დაფიქსირებული.

მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი “ტექტო ფრანკო” 11 000 კვ.მ ფართობზე გაშენებული. საერთო ჯამში პროექტი მოიცავს 4 კორპუსსა და 921 ბინას. გარდა ამისა, ეს უზარმაზარი სივრცე აერთიანებს კომერციულ ფართებს, სპორტულ მოედნებს, პარკინგს, ბავშვთა გასართობ ცენტრს და რეკრეაციულ ზონებს, რომელიც მთელი სივრცის ნახევარზე მეტია.

გარდა იმისა, რომ “ტექტო ფრანკო” არის ქალაქი ქალაქში, ბუნებასთან სიახლოვე მთელი ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი იდეაა. კომპლექსი ზღვიდან 100 მეტრში მდებარებოს, ხოლო ბოტანიკური ბაღი და მწვანე კონცხი საცხოვრებელთან საკმაოდ ახლოსაა.

აპარტამენტები მწვანე კარკასითაა, რაც გულისხმობს მოჭიმულ იატაკს, სახლში შეყვანილ კომუნიკაციებს (გაზი, დენი, წყალი, გათბობა), შებათქაშებულ კედლებსა და ორმაგ ალუმინის კარ-ფანჯარას.

ტექტო ფრანკოს ყველა აპარტამენტი აღჭურვილია ჭკვიანი სახლის სისტემით.

ასე რომ, თუ გსურთ აპარტამენტები ბათუმში, რომელიც ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს – იდეალურ ადგილასაა, მაქსიმალურად იცავს და ავითარებს ეკოსისტემას, მშენებლობისთვის იყენებს მსოფლიოში მიღებული სტანდარტებით ნაწარმოებს მასალას, ენერგოეფექტურია და ყველა სხვა ღირსებით გამოირჩევა, მაშინ “ტექტო ფრანკო” იდეალური ვარიანტია.