რაგბი რომ ნამდვილად ჩვენი თამაშია ამაში არაერთხელ დაგვარწმუნა ჩვენმა ნაკრებმა. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მსოფლიო ასპარეზზე უამრავ წარმატებას მიაღწია და ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქის რეპუტაცია მოიპოვა.
დავით ნინიაშვილი ქართული რაგბის ვარსკვლავი
ტრადიციას წარმატებით აგრძელებენ ჩვენი ახალგაზრდა მორაგბეები. საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი დავით ნინიაშვილი, რომელიც ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, ზედიზედ ორჯერ გახდა ქვეყნის საუკეთესო მორაგბე.
საქართველოს ნაკრებს ტრადიციულად ბევრი მძიმეწონოსანი ფორვარდი ყავს, ნინიაშვილი კი ამ ტრენდს ამსხვრევს და სრულიად განსხვავებული იარაღი ხდება ჩვენი ნაკრებისთვის. დავით ნინიაშვილმა შეცვალა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ საქართველოში მხოლოდ უმაღლესი დონი შერკინების ბურჯები იზრდებიან.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დავითი ახალი სისხლია ქართულ სარაგბო სამყაროში, მისი ხედვები და მიზნები თანხვედრაშია ჩვენ დეველოპერულ კომპანიასთან, ამიტომაც, ტექტო ჯგუფმა ამბასადორად სწორედ დავით ნინიაშვილი აირჩია.
ტექტო ჯგუფი და სწრაფვა მომავლისკენ
ტექტო ჯგუფი ქართული სამშენებლო კომპანია, რომლის მიზანია შექმნას განსხვავებული კონცეფციის მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, რომლებიც სრულ ჰარმონიაშია ეკოლოგიასთან. ტექტო ჯგუფი უფრო მეტია ვიდრე დეველოპერული კომპანია. ტექტო ადგილობრივ ბაზარზე უახლეს პრაქტიკას ამკვიდრებს და ცდილობს ადგილობრივი სტანდარტები მსოფლიოში მიღებულს გაუთანაბროს.
ტექტო ჯგუფი ასევე ეწევა სამრეწველო საქმიანობას და თავად ქმნის სამშენებლო მასალას. ტექტო პირველი კომპანია, როგორც საქართველოში, ისევე ზოგადად რეგიონში, რომელმაც გაიარა ISO სერტიფიცირება და აიღო სამი ხარისხი, ეს არის: 90 001, 45 001 და 14 001 – მენეჯმენტი, წარმოება და ეკოლოგია.
ტექტოს მთავარია მიზანია შექმნას თანამედროვე აპარტამენტები ბათუმში და მთელს ზღვისპირეთში.
ამჟამად ტექტო ჯგუფი ორ პროექტს ახორციელებს შავიზღვისპირეთში – ტექტო ფრანკოს საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში მდებარეობს და 11 000 კვ.მ ფართობზეა გაშენებული.
პროექტისთვის ხელოვნურად არ შექმნილა ეკო-სივრცე და 11 000 კვ. მეტრიდან 6 000 კვ. მ. მთლიანად რეკრეაციულ სივრცეს უკავია.
საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხთან მდებარეობს და “ტექტო ჯგუფის” მიზანია, რომ ეს ულამაზესი ადგილი კიდევ უფრო განავითაროს.
კომპანია ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ენერგო ეფექტურ სამშენებლო მასალას იყენებს.
ტექტო ფრანკოს პროექტი მოიცავს ორსართულიან საპარკინგე სივრცეს. ავტომობილები დაპარკინგებას კომპლექსის ტერიტორიაზე გავლის გარეშე შეძლებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საცხოვრებელი სივრცე გამონაბოლქვისა და დაბინძურებისგან იქნება დაცული.
ტექტო ფრანკოს ბინები ზღვასთან ახლოს არის და მაცხოვრებელს პირდაპირ შეუძლია სანაპიროზე გასვლა. გარდა ამ შესაძლებლობისა, საცხოვრებელი კომპლექსი კიდევ ბევრ უპირატესობას სთავაზობს მაცხოვრებელს. ბინებში დაგხვდებათ ამოყვანილი შებათქაშებული კედლები, ორმაგი ალუმინის კარ-ფანჯარა, მოჭიმული იატაკი, სახლში შეყვანილი კომუნიკაციები და ტექტო ფრანკოს ყველა მობინადრეს საჩუქრად გადაეცემა ჭკვიანი სახლის სისტემა.
ტექტოს მეორე მშენებლობა ეკოლოგიურად სუფთა სუბტროპიკულ ზონაში, კურორტ ჩაქვში მიმდინარეობს. ტექტო რაკურსი ზღვის ზოლიდან 30 მეტრში მდებარეობს, ხოლო რეკრეაციული სივრცე კი ძალიან ახლოს აქვს – ბოტანიკური ბაღი და მტირალას ეროვნული პარკი საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარედაა. კომპლექსის ნებისმიერი ადგილიდან ზღვის პანორამული ხედები იშლება და ზუსტად ამიტომ პროექტს ტექტო რაკურსი ეწოდა.
“ტექტო რაკურსის” კომპლექსი 12 417 კვ.მ-ზეა განთავსებული. ტექტოს აპარტამენტები ჩაქვში ჭკვიანი სახლის სისტემითაა აღჭურვილი. ხოლო პრემიუმ კლასის აპარტამენტების კვ. მ. 29 კვ.მ-დან 97 კვ.მ-მდე მერყეობს. “ტექტო რაკურსის” მიმართულებით გადაადგილება ასევე ბათუმის იახტკლუბიდანაც იქნება შესაძლებელი, რადგან ტექტო რაკურსს საკუთარი ნავსადგური ექნება.
ჩაქვი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია შავი ზღვის პირას მისი უნიკალური კლიმატითა და შთამბეჭდავი ბუნებით. სხვა ზღვისპირა კურორტებისგან განსხვავებით, ჩაქვი ბევრად მშვიდი და წყნარი ადგილია.
მთის მდინარეები პირდაპირ ჩაქვის სანაპიროზე ჩამოდის, რის გამოც შავი ზღვის ამ ნაწილში წყალი კრისტალურად გამჭვირვალე და სუფთაა.
ულამაზეს და სუფთა სანაპიროსთან ერთად, ჩაქვი გამორჩეულია პარკების მრავალფეროვნებით. მტირალას პარკი ულამაზესი ადგილია და მის მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ მტირალას ეროვნული პარკი UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაშია შესული.
ტექტოს ამბასადორი დავით ნინიაშვილი
ტექტოსა და დავით ნინიაშვილის დამეგობრება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. ორივე ახალი “პროექტია”, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ დავით ნინიაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე, ხოლო ტექტო ჯგუფი ერთ-ერთი საუკეთესო დეველოპერული კომპანია საკმაოდ მცირე დროში გამხდარიყო.
ორივე მათგანმა ქართულ რეალობაში ახალი სტანდარტები დაამკვიდრა და საქართველოს სახელი ქვეყნის გარეთ გაიტანა.
ჩვენ ერთად ვაშენებთ წარმატებულ მომავალს.