უძრავი ქონება ერთ-ერთ ყველაზე სანდო საინვესტიციო აქტივად მიიჩნევა. ისტორიულად გრძელვადიან პერიოდში უძრავი ქონების ფასი სტაბილურად იზრდება, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში სადაც აქტიურად ვითარდება ინფრასტრუქტურა და აქტივის გამოყენება კი მრავალმხრივ, სხვადასხვა დანიშნულებისთვისაა შესაძლებელი.
ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ რას ტიპის საინვესტიციო უძრავი ქონება არსებობს, რა ბენეფიტები მოყვება მათში კაპიტალის დაბანდებასა და როგორ უნდა შეირჩეს აქტივები კონკრეტული მიზნების გათვალისწინებით.
შეძენით დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ნომერზე 👇
ნომერი: +995 555 88 09 09 ; +9950422222208
რა არის საინვესტიციო ქონება?
საინვესტიციო ქონება ნებისმიერი ტიპის უძრავი ქონებაა, რომელიც შემოსავლის მიღების ან კაპიტალის ზრდის მიზნითაა შეძენილი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ ყიდულობთ ბინას, სახლს, მიწის ნაკვეთს ან ნებისმიერ სხვა უძრავ ქონებას იმ განზრახვით, რომ გააქირაოთ ან გაყიდოთ მოგებით – მაშინ თანხას საინვესტიციო უძრავ ქონებაში აბანდებთ.
საინვესტიციო უძრავი ქონება მოიცავს შემდეგ ტიპებს:
- საცხოვრებელი ფართი: ბინები, სახლები და საცხოვრებელი კომპლექსები, რომლებიც გაქირავებულია (გრძელვადიანი ან მოკლევადიანი დროით) ან გაყიდულია ცალკეული ბინების სახით.
- კომერციული უძრავი ქონება: ოფისები, მაღაზიები, საწარმოები და სხვა კომერციული დანიშნულების შენობები, რომლებიც გაქირავებული ან გაყიდულია;
- საინვესტიციო მიწები: მიწის ნაკვეთები, რომლებიც შეძენილია შემდგომი განვითარებისა და გაყიდვის მიზნით;
თითოეული ტიპის უძრავ ქონებაში თანხის დაბანდებას თავისი უპირატესობა აქვს. საბოლოო ჯამში არჩევანი უნდა განაპირობოს ინვესტორის პრიორიტეტებმა და სამომავლო გეგმებმა.
თუმცა, როგორც წესი, რაც უფრო მრავალმხრივი დანიშნულებისაა აქტივი, მით მეტია სამომავლოდ ლავირების საშუალებაც. მაგალითად, კონკრეტულად Tekto-ს პროექტებში ინვესტიციით დაინტერესებულებს აქვთ შესაძლებლობა ფული დააბანდონ მრავალპროფილურ პროექტში, და აირჩიონ ისეთი ფართი, რომელიც მარტივად მოერგება ცვალებად გეგმებსა და პრიორიტეტებს.
როგორ უნდა შეარჩიოთ უძრავი ქონება ინვესტირებისთვის?
საინვესტიციო უძრავი ქონების სწორი შერჩევა გადამწყვეტ როლს თამაშობს მის მომგებიანობაში.
პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია უბნის შერჩევა და შესწავლა. უბანი უნდა იყოს უსაფრთხო, კარგი ინფრასტრუქტურისა და განვითარების პოტენციალის მქონე. ბოლო ათწლეულის განმავლობაში დეველოპმენტის გაზრდილი ტემპების ფონზე მნიშვნელოვანი გახდა მწვანე საფარიც. Tekto-ს მწვანე არქიტექტურის კონცეფციაც მსგავსი ფაქტორების გათვალისწინებით შემუშავდა. ეს დეტალები პირდაპირკავშირშია რამდენად მოთხოვნადია აქტივი – და ზრდის რა პოტენციალი აქვს.
გასათვალისწინებელია შემოსავლიანობის პოტენციალი. საჭიროა ბაზრის სიღრმისეული ანალიზი და დარწმუნება იმაში, რომ შეძენილი უძრავი ქონება მომგებიანი იქნება.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კაპიტალის ზრდის პოტენციალის გათვალისწინება და უბნის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივების შეფასება. მაგალითად, ზღვისპირა აპარტამენტი შესაძლოა მომგებიანი იყოს, რადგან ამჟამად მოთხოვნა ზრდადია.
არანაკლებ მნიშვნელოვანია დანახარჯების გათვლა და ანალიზი. აუცილებელია შეძენის, რემონტის, გადასახადებისა და ყველა სხვა ხარჯის გათვალისწინება და სავარაუდო შემოსავალთან შედარება.
ბოლოს, რეკომენდებულია უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაცია და მათგან რჩევების მიღება. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ტიპური შეცდომები და შეარჩიოთ საუკეთესო უძრავი ქონება საინვესტიციოდ.
რა ბენეფიტები აქვს უძრავ ქონებაში ინვესტირებას?
ისტორიულად, უძრავი ქონების ბაზარი ყოველთვის ფინანსური სტაბილურობისა და კეთილდღეობის საფუძველი იყო. საინვესტიციო უძრავი ქონების შეძენას მრავალი უპირატესობა აქვს, რაც მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის როგორც გამოცდილი, ისე დამწყები ინვესტორებისთვის. უძრავ ქონებაში ინვესტირების შედეგად თქვენ იღებთ:
პასიური შემოსავალს – უძრავი ქონების გაქირავებით მიიღება სტაბილური და რეგულარული შემოსავალი მინიმალური ძალისხმევით;
კაპიტალის ზრდას – ქონების ფასი დროთა განმავლობაში იზრდება, რაც ზრდის ინვესტორის კაპიტალს;
ინფლაციისგან დაცვას – უძრავი ქონების ღირებულება იზრდება ინფლაციასთან ერთად, რაც იცავს ინვესტიციას;
პორტფელის დივერსიფიკაციას – უძრავი ქონების ჩართვა საინვესტიციო პორტფელში ამცირებს რისკებს და ზრდის სტაბილურობას.
შესაბამისად, საინვესტიციო უძრავი ქონება ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვების ეფექტური საშუალებაა.
რატომ არის ბათუმი მიმზიდველი ლოკაცია ინვესტორებისთვის?
ბათუმი, საქართველოს ზღვისპირა ქალაქი, ბოლო წლებში ტურისტების და ინვესტორების ყურადღების ცენტრში მოექცა. ეს ქალაქის უნიკალურმა მდებარეობამ, განვითარების მაღალი ტემპმა და ხელსაყრელმა საინვესტიციო გარემომ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით გასულ წელს აჭარაში ტურისტების რაოდენობამ 4 მილიონ ვიზიტორს გადააჭარბა. ასეთი დიდი ტურისტული ნაკადი ქმნის მუდმივ მოთხოვნას სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელ და კომერციულ უძრავ ქონებაზე – სასტუმროებზე, აპარტამენტებზე, კურორტებზე.
ასეთ გარემოში ინვესტორებს შეუძლიათ თამამად დააბანდონ კაპიტალი და მიიღონ სტაბილური შემოსავალი მათი გაქირავებით ან გაყიდვით.
გარდა ამისა, ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკური ცენტრია. ქალაქში ვითარდება ინფრასტრუქტურა, იზრდება ინვესტიციების მოცულობა (აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, კონკრეტულად უცხოური ინვესტიციები 2023 წელს 64% პროცენტით გაიზარდა 2022 წელთან შედარებით, ტენდენცია კი წლიურად მზარდია) და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
ევროპულ ბაზარზე უძრავი ქონების საშუალო ფასებთან შედარებით ბათუმის შემოგარენში, (მაგ: ბინები ჩაქვში) შედარებით იაფია, რაც ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს მოახდინონ კაპიტალის ოპტიმიზაცია.
ამასთან, საქართველოში მოქმედებს ლიბერალური საგადასახადო სისტემა, მარტივად შესრულებადი ბიზნეს-რეგულაციები და მრავალ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. ასეთი გარემო ბიზნესის კეთების ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
ბათუმში უძრავი ქონების შეძენით ინვესტორებს შეუძლიათ მიიღონ მაღალი საიჯარო შემოსავალი. საცხოვრებელ და კომერციულ ფართზე მოთხოვნა სტაბილურად მაღალია, რაც უზრუნველყოფს ინვესტიციის მომგებიანობას გრძელვადიან პერსპექტივაში.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ აპარტამენტები შავ ზღვაზე, თავისი უნიკალური მახასიათებლებითა და მომავალი განვითარების პოტენციალით, მიმზიდველ შესაძლებლობებს სთავაზობს საინვესტიციო უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ ინვესტორებს. ქონების შეძენა ქალაქის პერსპექტიულ ლოკაციებზე დღეს ნიშნავს დიდ მოგებას მომავალში.