სტუდიოს ტიპის ბინები: რჩევები და ვარიანტები

სარჩევი

სტუდიოს ტიპის ბინა ისეთი საცხოვრებელი ფართია, რომელშიც სამზარეულო, სასადილო და/ან საძინებელი ერთმანეთისგან არაა გამოყოფილი. დიდი ხანია, რაც ასეთი ბინები პოპულარობით სარგებლობენ და გასაგებია რატომაც – იზოგება ადგილი, ბინის ფასი შედარებით უფრო ბიუჯეტურია და ა.შ.

არსებობს სხვადასხვა ტიპის სტუდიო ბინა.  მაგალითად ისეთი, სადაც სამზარეულო, ან საძინებელი იზოლირებულია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში ბინა 2 ოთახიანი გამოდის, ის მაინც სტუდიოს ტიპად მიიჩნევა, რადგან ორი ზონა ერთ სივრცეშია გაერთიანებული (მისაღები და სამზარეულო, ან საძინებელი და მისაღები).

სტუდიო ბინები არაჩვეულებრივია იმ შემთხვევისთვის, თუ პატარა ფართი გაქვთ. სივრცის ათვისება ბევრად მარტივია, როცა ოთახები ერთმანეთისგან კედლებითა და კარებით არაა გამოცალკევებული.

ასევე, მშვენიერი ვარიანტია, თუ სტუმართმოყვარე ადამიანი ბრძანდებით. სუფრის გაწყობა ასეთი ტიპის ბინაში ძალიან მარტივია და დიასახლისი, რომელიც საჭმელს ამზადებს და თან სტუმრებს ემსახურება, თავს კომფორტულად გრძნობს.

სამშენებლო კომპანია “ტექტო ჯგუფი”, რომლის მულტიფუნქციური კომპლექსი “ტექტო ფრანკო” შავი ზღვის პირასაა, 4 კორპუსს აერთიანებს და ამ საცხოვრებელ კომპლექსში სტუდიო ბინების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ. ტექტოს აპარტამენტები ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით და უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებით შენდება, რაც უზრუნველყოფს ეკოლოგიურ სისუფთავეს.

რა გავითვალისწინოთ სტუდიო ბინის ყიდვის დროს

სტუდიო ბინა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვადასხვა სტილისა და დიზაინის სტუდიოს ტიპის ბინა არსებობს. რაც შეეხება ფართს, მისი ფართი შეიძლება იწყებოდეს 30მ²-დან.

რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს, რაც უნდა გაითვალისწინოთ, თუ გსურთ სტუდიო ბინის ყიდვა.

ოთახების განლაგება

პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ოთახების განლაგება. ბინის შეძენამდე აუცილებლად უნდა გქონდეთ განსაზღვრული შესაბამისი დეტალები – როგორ გსურთ იყოს სამზარეულო და მისაღები განლაგებული. აბაზანის მდებარეობა და ა.შ.

კარგად შეაფასეთ ბინის ზომა და მისი განლაგება, რათა დაადგინოთ, შეესაბამება თუ არა ის თქვენს ცხოვრების წესს. იფიქრეთ თქვენს ავეჯზე და ნივთებზე და მოთავსდება თუ არა ისინი კომფორტულად სივრცეში.

გამოყოფილი საძინებელი

როგორც უკვე აღვნიშნეთ სტუდიო ბინები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და შეიძლება შეგხვდეთ ისეთი ვარიანტი, სადაც საძინებელი გამოყოფილია საერთო სივრცისგან.

პატარა ფართიან ბინებს, როგორც წესი, არ აქვთ გამოყოფილი საძინებელი და ასე კიდევ უფრო ზოგავენ სივრცეს.

ამ შემთხვევაშიც აუცილებლად წინასწარ უნდა ჩამოყალიბდეთ – გირჩევნიათ გამოყოფილი საძინებელი, თუ განცალკევებაზე უარს იტყვით და საძინებელსა და მისაღებს შორის კედელი არ იქნება.

ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს პრეფერენციებზე. ზოგისთვის მნიშვნელოვანია საძინებელი ცალკე სივრცე იყოს და უფრო მშვიდ გარემოში დაიძინოს, ზოგისთვის კი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მისაღებ სივრცესთან მყოფი საწოლი.

აივანი

მიუხედავად სიმცირისა, სტუდიო ბინებს აქვთ აივანი. როგორც წესი, მათი ფართი შეზღუდულია, მაგრამ სხვადასხვა მრავალფეროვან ვარიანტს ნახავთ. აივანზე გასასვლელი შეიძლება მხოლოდ მისაღები ოთახიდან იყოს, ან თუ საძინებელი გამოყოფილია, თქვენ ნახავთ ისეთ სტუდიოს ტიპის ბინას, სადაც საძინებლიდანაც აღმოჩნდებით აივანზე.

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ და ვითვალისწინებთ ყველანაირი გემოვნებისა და შესაძლებლობების მქონე მომხმარებელს. ჩვენთან ყველა ნახავს საცხოვრებელ სივრცეს, რომელიც ზუსტად ერგება მის მოთხოვნებს.

სტუდიოს ტიპის ბინის ვარიანტები

ტექტოს სტუდიო ბინები

ვახსენეთ, რომ არსებობს სხვადასხვა სტილისა და ფართის სტუდიოს ტიპის ბინა. უფრო დეტალურად მიმოვიხილოთ ეს საკითხი.

40 მ² სტუდიო ბინა

“ტექტო ფრანკო”ს 40 კვ ბინები ბათუმში არაერთი ვარიანტითაა წარმოდგენილი. ერთმანეთისგან განსხვავდება მისაღების, აბაზანის, საძინებლისა და აივანს ფართები. მისაღები და სამზარეულო იდეალურად თანაარსებობენ ერთ სივრცეში, ხოლო რაც შეეხება აივანს, ჩვენთვის აივანი და ზოგადად ხედები ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ გვაქვს ბინები ხედით მთაზე, ზღვაზე, ზღვასა და მთაზე ერთდროულად.

50 მ² სტუდიო ბინა

50 მ² ბინები კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს სთავაზობენ მაცხოვრებლებს. გაზრდილი საძინებლის ფართი 13-დან 14 კვადრატულ მეტრამდე მერყეობს და ყველა მათგანს აქვს გასასვლელი აივანზე. აივანი კი ნებისმიერ ახალმოსახლეზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს. სტუდიოს ბინებს განსხვავებული ფორმისა და ზომის აივნები აქვთ და ყველაზე დიდი ფართის აივანი 15.6 მ²-ია. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ვარიანტზე გააკეთებთ არჩევანს, ჩვენი 50 კვ სტუდიო ბინები ულამაზეს ბუნებაზე ხედებს გთავაზობენ.

ასე რომ, განიტვირთეთ და დაისვენეთ კომფორტულ მისაღებში, სადაც ბუნებრივი სინათლე შემოდის დიდი ფანჯრებიდან და ქმნის მშვიდ და მიმზიდველ ატმოსფეროს. მყუდრო საძინებელში სიმშვიდესა და სრულ იზოლაციას გთავაზობთ მშვიდი ღამის ძილისთვის. გაიღვიძეთ სიცოცხლის ხალისით და დატკბით აჭარის ულამაზესი ხედებით.

60 მ² სტუდიო ბინა

ამ კატეგორიის სტუდიოს ტიპის ბინები გთავაზობთ დიდ ფართს იდეალური საცხოვრებელი სივრცის შესაქმნელად. 60 კვადრატული მეტრის თითოეული სანტიმეტრის დიზაინი საგულდაგულოდაა შემუშავებული. აქ აღმოაჩენთ ღია კონცეფციის საცხოვრებელი ფართისა და მყუდრო, პრივატული სივრცის ჰარმონიულ ნაზავს. მიუხედავად იმისა, მშვიდ ღამეებს ატარებთ მარტო, ან მეგობრებსა და ოჯახს მასპინძლობთ, ჩვენი ბინები გთავაზობთ იდეალურ გარემოს ნებისმიერი შემთხვევისთვის.

აქვე გეტყვით, რომ “ტექტო ფრანკო”-ს ყველა ახალმოსახლეს საჩუქრად გადაეცემა ჭკვიანი სახლის სისტემა. ჩვენი ჭკვიანი ტექნოლოგიები უფრო მეტ კომფორტს, უსაფრთხოებასა და სხვადასხვა ფუნქციებს გთავაზობენ.

ჩვენ ვიზრუნეთ რომ “ტექტო ფრანკო” ყოფილიყო “ქალაქი ქალაქში” – კომერციული ფართები, ორი დონის პარკინგი, სპორტული მოედნები, ბავშვთა გასართობი ცენტრი და 6000 კვადრატული მეტრი ფართობი რეკრეაციული ზონა. ამ ყველაფერს მოიცავს ჩვენი პროექტი და რეალურად კომპლექსიდან გასვლა არავის დაჭირდება. სულ რამდენიმე წუთის სავალზეა მწვანე კონცხი, ბოტანიკური ბაღი, საბაგირო, მტირალას ეროვნული პარკი.

პროექტში ბინები მწვანე კარკასით ბარდება. მწვანე კარკასის კონდიცია მოიცავს მოჭიმულ იატაკს, ამოყვანილ შებათქაშებულ კედლებს, ორმაგ ალუმინის კარ-ფანჯარასა და  სახლში შეყვანილ კომუნიკაციებს: დენი, წყალი, გაზი.

ზოგადად, “ტექტო ფრანკო”-ს საცხოვრებელ კომპლექსში ყველანაირი პირობაა, რაც მაცხოვრებელს უნიკალურ გამოცდილებას უქმნის. ასე რომ, იფიქრე მომავალზე, იფიქრე ტექტოზე!