უძრავი ქონების ყიდვა ბათუმში

თუ გსურთ უძრავი ქონების შეძენა ბათუმში, ტექტო ჯგუფი გთავაზობთ თანამედროვე ბინებს საცხოვრებელ კომპლექსში.

უძრავი ქონება ბათუმში

ზოგადად სამშენებლო კომპანიები ბათუმში ყოველთვის მრავლად იყვნენ, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა ინტერესი. 2022 წლის სტატისტიკის მიხედვით, იანვრიდან სექტემბრამდე ახალაშენებულ ბინებზე მოთხოვნის ზრდამ 36% შეადგინა. ძველ ბინების შემთხვევაში კი 44%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ამავე პერიოდში, ახალაშენებული გასაყიდი ბინები ბათუმში, რომლებიც პრემიუმ სეგმენტში მოიაზრება, ორჯერ მეტად მოთხოვნადი გახდა. მედიუმ და ეკონომ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა კი 55% და 36%-იანი გახლდათ. შესაბამისად, ბოლო პერიოდის ნებისმიერი კვლევა და სტატისტიკა ცხადყოფს, რომ უძრავი ქონება ბათუმში ძალიან პოპულარული და პერსპექტიულია.
45.6 მ² ბინა
46.8 მ² ბინა

საცხოვრებელი

40.7 მ²

აივანი

6.1 მ²

ხედი

მთა

მისაღები

23.6 მ²

აბაზანა

3.8 მ²

საძინებელი

11.8 მ²

32 მ² ბინა
32 მ² ბინა

საცხოვრებელი

27 მ²

აივანი

5 მ²

ხედი

მთა

მისაღები

22.1 მ²

აბაზანა

3.8 მ²

45.6 მ² ბინა
45.6 მ² ბინა

საცხოვრებელი

39.6 მ²

აივანი

6 მ²

ხედი

მთა

მისაღები

22.6 მ²

აბაზანა

3.8 მ²

საძინებელი

11.8 მ²

80.7 მ² ბინა
80.1 მ² ბინა

საცხოვრებელი

63.2 მ²

აივანი

16.9 მ²

ხედი

ზღვა, მთა

მისაღები

18.2 მ²

სამზარეულო

10.4 მ²

აბაზანა

3.8 მ²

საძინებელი

12.8 მ²

საძინებელი 2

14.5 მ²

86.9 მ² ბინა
86.9 მ² ბინა

საცხოვრებელი

71.8 მ²

აივანი

15.1 მ²

ხედი

ზღვა

მისაღები

22.9 მ²

სამზარეულო

14.5 მ²

აბაზანა

4.6 მ²

საძინებელი

13.9 მ²

საძინებელი 2

12.5 მ²

70.4 მ² ბინა
70.4 მ² ბინა

საცხოვრებელი

59.5 მ²

აივანი

10.9 მ²

ხედი

ზღვა, ქალაქი

მისაღები

22.9 მ²

აბაზანა

8 მ²

საძინებელი

12 მ²

საძინებელი 2

12.6 მ²

შავი ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ მოქცეული ბათუმი მთელი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ადგილია. ბათუმის კულტურული ღირსშესანიშნაობები, ბუნებრივი სილამაზე და რაღა თქმა უნდა ზღვა, მიმზიდველია არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ უცხოელებისთვისაც.
ბოლო ათეული წელია ქალაქი სხვა კუთხითაც გახდა პოპულარული. უძრავი ქონება ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ინვესტიციაა და ინვესტორები, რომლებსაც სურთ პერსპექტიული უძრავი ქონების ყიდვა, ზღვისპირა ქალაქისკენ მოიჩქარიან.

ქალაქის ღირსშესანიშნაობები

ბათუმში ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორი ჩამოდის. ქალაქი განთქმულია პლაჟებით, მრავალფეროვანი პარკებითა და სხვადასხვა კულტურული ღირსშესანიშნაობით. შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე პოპულარული ადგილი:
  • ბათუმის ბულვარი: 7 კმ. სიგრძის ბულვარი შავი ზღვის სანაპიროს მიუყვება და მოიცავს ზღვისპირა პრომენადს, ველობილიკსა და 4 ისტორიულ ხეივანს. ბულვარის გასწვრივ 40 ათასზე მეტი, სხვადასხვა დროს დარგული ხე-მცენარე ხარობს. ბათუმის ბულვარი ქალაქის სავიზიტო ბარათია და ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივებში, ისე ქალაქის სტუმრებში.
  • ბათუმის ბოტანიკური ბაღი: ბაღი 1912 წელს დაარსდა, 111 ჰექტარზეა გაშენებული. ბაღში მრავალი სახეობისა და ჯიშის მცენარეა – მთელი მსოფლიოდან 5000-ზე მეტი სახეობა. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს და მდიდარ ბოტანიკური ბაღში შედის კოლხეთის ტყის ნაკრძალი და მრავალი განსხვავებული ფლორისტული ლანდშაპტი. ბათუმის ბოტანიკურ ბაღს მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება იმ თვალსაზრისით, რომ აქ თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები.
  • გონიოს ციხე: ძველი რომაული ციხესიმაგრე ბათუმთან ახლოს მდებარეობს. ციხე კარგადაა შემონახული და ვიზიტორების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.
  • ანბანის კოშკი: 130 მეტრიანი კოშკი, რომელშიც გამოსახულია ქართული ანბანის ასოები.
ზღვისპირა ქალაქი პოპულარულია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების გამოც. ბათუმის ზღვის მარილი დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, რადგან იგი შეიცავს ისეთ მინერალებს, როგორიცაა მაგნიუმი და კალიუმი. ხოლო ზღვაში ცურვა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, კანის ჯანსაღ მდგომარეობასა და სახსრების ტკივილის შემსუბუქებას.

უძრავი ქონების პოტენციალი

კულტურული სიმდიდრე და ბუნებრივი სილამაზის ნაზავი უხსნის გზას უძრავი ქონების ბაზარს. აი, რატომ არის უძრავი ქონების ყიდვა ბათუმში და ზოგადად უძრავი ქონების სექტორში ინვესტირება დიდი პოტენციალის მქონე:

ტურიზმზე ორიენტირებული მოთხოვნა: ბათუმის, როგორც ტურისტული ცენტრის პოპულარობა უზრუნველყოფს გაქირავებულ საკუთრებაზე მუდმივ მოთხოვნას. განსაკუთრებით, ზაფხულის სეზონზე მზარდი ტურისტული ნაკადი აქტიურად ეძებს მოკლევადიან საცხოვრებელს. ინვესტორებს შეუძლიათ უძრავი ქონების ყიდვა და შემდეგ ამ ფართის გაქირავება.

სწრაფი განვითარება: ქალაქი სწრაფად ვითარდება და მათ შორის ინფრასტრუქტურული კუთხით, რაც საერთაშორისო ინვესტორების ყურადღებას იპყრობს. ეს ზრდა მიუთითებს სტაბილურობაზე და კიდევ უფრო აძლიერებს ქალაქის მიმზიდველობას, შესაბამისად, უძრავი ქონება ბათუმშისტაბილურად იპყრობს მეტი ადამიანის ყურადღებას.

მთავრობის მხარდაჭერა და პოლიტიკა: საქართველოს მთავრობის პრო-ბიზნეს პოლიტიკა და უცხოელი ინვესტორების წახალისება ბათუმს მიმზიდველ ადგილად აქცევს უძრავი ქონების ინვესტიციებისთვის. ხელსაყრელი საგადასახადო სისტემა და უცხოური კაპიტალის მოზიდვისკენ მიმართული ინიციატივები ხელს უწყობს უძრავი ქონების სექტორის ზრდას.

ხელმისაწვდომობა: ევროპის ბევრ ქალაქთან შედარებით, გასაყიდი ბინები ბათუმში შედარებით ხელმისაწვდომი რჩება. ეს აძლევს ინვესტორებს შესაძლებლობას მზარდ ბაზარზე გონივრულ ფასად შევიდნენ.

უძრავი ქონების მრავალფეროვნება: ბათუმი გთავაზობთ უძრავი ქონების მრავალფეროვან არჩევანს, მდიდრული ზღვისპირა აპარტამენტებითა და კომერციული ფართებით. მრავალფეროვნება საშუალებას აძლევს ინვესტორებს მოარგონ ინვესტიციები თავიანთი პრეფერენციებისა და მიზნების მიხედვით.

დღესდღეობით, მთელ აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს კორპუსებისა და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა. ,,ტექტო ჯგუფი” სამშენებლო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში მიღებული უმაღლესი სტანდარტებით ხელმძღვანელობს. ,,ტექტო ფრანკო” ,,ტექტო ჯგუფის” პირველი პროექტია. ბათუმის საცხოვრებელი კომპლექსი 11 000 კვ.მ ფართობზე მდებარეობს და 4 კორპუსსა და 921 ბინას მოიცავს. უნდა აღინიშნოს, რომ მთელი ფართობის ნახევარზე მეტი, 6000 კვ. მ. რეკრეაციულ სივრცეს უკავია.

,,ტექტო ჯგუფი” სამრეწველო საქმიანობაშიცაა ჩართული. საქართველოში არ მოიპოვება მსოფლიოში მიღებული ხარისხის პროდუქცია, ამიტომ, ,,ტექტო” თავად აწარმოებს სამშენებლო მასალებს:, წებო-ცემენტი, სამშენებლო ბლოკი, ბეტონი. გარდა ამისა, უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალა უფრთხილდება როგორც ბუნებას, ასევე აქ მცხოვრებ ადამიანებს.
ასე რომ, უძრავი ქონება ბათუმში რეალურად მომავლის ინვესტიციაა და ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტირება არის ფინანსური კეთილდღეობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი. ტურიზმის, კულტურული სიმდიდრისა და მუდმივი განვითარების ნაზავი ქმნის ხელსაყრელ გარემოს ინვესტორებისთვის, რომლებიც ეძებენ ზრდასა და სტაბილურობას. მომხიბლავი ხედებითა და პერსპექტიული ეკონომიკური ლანდშაფტით, ბათუმი ინვესტორებს მოუწოდებს გამოიყენონ შესაძლებლობა და გახდნენ წარმატებისკენ მიმავალი მოგზაურობის ნაწილი.

დაგვიკავშირდით