ქართულ რეალობაში მშენებარე ან ახალაშენებული ბინის მდგომარეობის აღსაწერად მრავალი ტერმინი გამოიყენება, მათ შორისაა მწვანე და თეთრი კარკასი.
კარკასი უმეტესწილად ქართული კონცეფციაა, შესაბამისად, უცხოელი მომხმარებლისთვის ნაკლებად გასაგებიც, რადგან საქართველოს საზღვრებს გარეთ ბინები ძირითადად დასრულებული სახით ბარდება.
იმის გათვალისწინებით, რომ თეთრი და მწვანე კარკასის ცნება ქართული ბაზრისთვის უნიკალურია, რთულია მათი ზუსტი განმარტების ჩამოყალიბება, თუმცა არსებობს ზოგადი მახასიათებლები, რომელიც კარკასის ამ ორი ტიპს ერთმანეთისგან განსხვავებას გაგვიმარტივებს.
თეთრი კარკასი ჩაბარებული ბინის ყველაზე მოთხოვნადი მდგომარეობაა.
თეთრი კარკასის ფორმა გულისხმობს ბინის მზაობას თბოგაყვანილობის დაყენებისა და კოსმეტიკური რემონტისთვის.
თეთრი კარკასის შეძენის შემთხვევაში ბინაში მზად დაგხვდებათ:
თეთრი კარკასი მისი წინამორბედისგან, შავი კარკასისგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ მოიცავს მოჭიმულ იატაკს, გალესილ კედლებსა და ზოგად მზაობას ზედაპირული სარემონტო სამუშაოებისთვის.
თეთრი კარკასის შეძენის შემთხვევაში ახალმოსახლის მოვალეობაში შედის სანტექნიკის გამართვაზე ზრუნვაც.
მწვანე კარკასი უფრო მეტად უახლოვდება საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ ბინების ჩაბარების სტანდარტს.
სამშენებლო ბაზრის განვითარებასთან ერთად სამშენებლო კომპანიებს უფრო და უფრო მეტი კომფორტის შექმნა უწევთ მომხმარებლისთვის.
სწორედ ამან გამოიწვია დასრულებული ბინების პოპულარობის ზრდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
მწვანე კარკასის შეძენის შემთხვევაში ბინაში მზად დაგხვდებათ:
კარკასის ამ ორი ტიპის შესადარებლად შეგვიძლია ვისაუბროთ მათ უპირატესობებსა და უარყოფით მხარეებზე:
თეთრი კარკასის მთავარი უპირატესობა მისი დაბალი ფასია.
ის ახალმოსახლეს ეხმარება თავად შეიძინოს სასურველი ხარისხის სამუშაო მასალა და თავად იყოს სამუშაოების აქტიური მონაწილე.
ასეთი პროექტის შეძენა საუკეთესოა ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც თავად აქვს რესურსები რემონტის გასაკეთებლად და მაქსიმალური კონტროლის ქონა სურს საცხოვრებლის როგორც ვიზუალურ, ისე ფუნქციურ მხარეზე.
თეთრი კარკასი ახალმოსახლეს საშუალებას აძლევს ბინაში იმ შემთხვევაშიც გადავიდეს, თუ სარემონტო სამუშაოები დასრულებული არ არის.
კარკასის ასეთი ტიპის შეძენა ხელს უწყობს მომხმარებელს დამოუკიდებლად განსაზღვროს როგორც პრიორიტეტული ნაბიჯები, ისე სარემონტო სამუშაოების ტემპი.
თეთრი კარკასი საშუალებას ეხმარება ბინის მფლობელს შესრულებული სამუშაოს ხარისხი უკეთ აკონტროლოს.
დაბალხარისხიანი მასალების შეძენის შემთხვევაში კი რისკები წინასწარ იქნება ცნობილი.
მწვანე კარკასის შეძენის უმთავრესი უპირატესობა ახალმოსახლის დაზოგილი ენერგია და მისთვის შექმნილი მაქსიმალური კომფორტია.
ასეთი ტიპის კარკასი თეთრისგან განსხვავებით პირდაპირაა ორიენტირებული ენერგოეფექტური მასალების გამოყენებასა და ეკომეგობრულობაზე.
ასეთი პროექტის შეძენის შემთხვევაში სრულად შეგიძლიათ გამორიცხოთ სამშენებლო პროცესში ტოქსიკური მასალების გამოყენება, რასაც ხშირად შევხვდებით თეთრი კარკასის შემთხვევაში.
მომწამვლელი მასალებით აშენებული თეთრი კარკასი გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა მაცხოვრებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზიც გახდეს.
მწვანე კარკასის დასრულებული ვერსია მომხმარებელს შესაძლოა შედარებით იაფიც დაუჯდეს, ვიდრე თეთრი კარკასი თუ სამშენებლო მასალების შეძენისა და მონტაჟის მუდმივად მზარდ ღირებულებას გავითვალისწინებთ.
ასეთი ბინის შეძენა განსაკუთრებით კომფორტულია დედაქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის, რომელსაც ზღვისპირა აპარტამენტის შეძენა სურს, თუმცა რემონტის ზედამხედველობის დრო არ აქვს.
ენერგოეფექტურობის ერთ-ერთი საინტერესო მახასიათებელი ისიც არის, რომ მშენებლობის ასეთი ტიპი მნიშვნელოვნად ამცირებს ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადს.
ეს ხშირად იმაში გამოიხატება, რომ საიზოლაციო მასალები ხელს უწყობს ტემპერატურის უკეთ რეგულირებას, რაც, თავის მხრივ, ამცირებს გათბობისა და გაგრილების საჭიროებას.
ბინის ასეთი სპეციფიკით აშენება ზრდის ქონების ღირებულებასაც.
ენერგოეფექტური საცხოვრებელი სახლები ყოველდღიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს გარშემო, ამას კი ემატება უძრავი ქონების ყოველწლიურად მზარდი ღირებულება.
ენერგოეფექტური მშენებლობის კარგი მაგალითია “ტექტოს” ზღვისპირა ბინები ჩაქვში – პროექტი “ტექტო რაკუსი”, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა სუბტროპიკულ ზონაში მდებარეობს და მაცხოვრებლებს ზღვის პანორამულ ხედებს სთავაზობს.
პროექტი საკუთარ ნავსადგურზე წვდომასაც ითვალისწინებს, სწორედ ამიტომ “ტექტო რაკურსის” მიმართულებით მოძრაობა ბათუმის იახტლუბიდან კატერის გამოყენებით იქნება შესაძლებელი. პროექტი მოიცავს კონსიერჟის მომსახურებასა და სადღეღამისო დაცვას.