სტუდიო ტიპის ბინა დამოუკიდებელი საცხოვრებელი ფართია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სამზარეულოს, მისაღებ ოთახს და ზოგჯერ საძინებელსაც კი. სწორედ ამის გამო ითვლება ის ბიუჯეტურ საცხოვრებლად.
იმის გათვალისწინებით, რომ სტუდიო ბინის სივრცე პატარაა, მასში ყველა საჭირო ნივთის მოთავსება არ არის მარტივი. ამ ბლოგში კი სწორედ სტუდიო ბინის ათვისების მეთოდებზე ვისაუბრებთ.
იმისთვის, რომ სტუდიო ბინის სივრცე ზედმეტად არ გადაიტვირთოს და მასში გადაადგილება თავისუფლად შეიძლებოდეს, საჭიროა დასაკეცი და გასაშლელი ავეჯის შეძენა.
დღესდღეობით, განსაკუთრებით პოპულარულია გასაშლელი დივნები, რომლებიც მომხმარებელს შეუძლია დღისით მოსასვენებელ დივნად, ღამით კი საწოლად გამოიყენოს. სივრცის დასაზოგად შესაძლებელია დასაკეცი სამუშაო მაგიდისა და სკამების გამოყენებაც.
თუ სტუდიოს ტიპის ბინებით ხართ დაინტერესებული, სამშენებლო კომპანია “ტექტო” საშუალებას გაძლევთ 40 კვ ბინები ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ.
იმისთვის, რომ სივრცე სამზარეულოშიც გათავისუფლდეს, სასურველია დახურული სათავსოების ღია თაროებით ჩანაცვლება. ისინი სივრცეს უფრო ღიასა და ნათელს აჩენს, თაროზე მოთავსებულ ნივთებზე წვდომას კი ბევრად აადვილებს.
სივრცის ასათვისებლად კარგია ღია გარდერობის გამოყენებაც, რადგან ტრადიციული ტანსაცმლის კარადა საძინებელ ოთახში ძალიან დიდ ადგილს იკავებს.
სინათლის არეკვლით სარკეს შეუძლია ფართო ზედაპირის ილუზია შექმნას, რაც საცხოვრებელ სივრცეს უფრო დიდსა და ნათელს აჩენს.
სივრცის მაქსიმალურად გასაზრდელად სარკე შეგიძლიათ ფანჯრის მოპირდაპირედ დადგათ. ასე სარკე აირეკლავს დღის შუქს და ოთახი უფრო ღია და სივრცული გამოჩნდება.
საწოლის ჩარჩო უმეტესწილად მატრასის გასამაგრებლად და დასაცავად გამოიყენება, თუმცა მის სათავსოში შეგვიძლია სეზონისთვის შეუსაბამო ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთებიც მოვათავსოთ და ასე გავათავისუფლოთ სახლი იმ ნივთებისგან, რომლებიც მოცემულ მომენტში არ გვჭირდება.
იმისთვის, რომ საძინებელი მისაღები ოთახისგან გამოყოთ, შეგიძლიათ ფარდები, ჰორიზონტალურად მოძრავი თხელი კარი, შუშის კედელი და წიგნების თაროც კი გამოიყენოთ.
ასეთი გამყოფები ერთმანეთისგან გააცალკევებს მისაღებ ოთახსა და საძინებელს, შედეგად კი მაცხოვრებელს მეტი პირადი სივრცე ექნება.
ღია ფერის კედლებს, ავეჯსა და დეკორს შეუძლია სივრცე უფრო ღია და ჰაეროვანი გახადოს.
მცირე ზომის სივრცე მაშინ არის ყველაზე ნათელი და კომფორტული, როცა მასში დაუბრკოლებლად აღწევს დღის სინათლე.
იმისთვის, რომ სახლში ბუნებრივი განათება დიდხანს გქონდეთ, შეიძინეთ გამჭვირვალე ან ღია ფერის ფარდები.
თუ “ტექტოს” სტუდიო ბინის ვარიანტები თქვენთვის საინტერესოა, დაგვიკავშირდით თქვენზე მაქსიმალურად მორგებული შეთავაზების მისაღებად.
სტუდიო ბინის განლაგება საკმაოდ სპეციფიკურია, ამიტომ, თუ არ გსურთ, რომ თქვენი სტუდიო ბინის სივრცე კიდევ უფრო ვიწრო გამოჩნდეს, მოერიდეთ ოთახების დეკორაციებით გადატვირთვას. შეარჩიეთ მინიმალისტური დეკორი, რომელიც თქვენს საცხოვრებელში დიდ ადგილს არ დაიკავებს.
იმის მიუხედავად, რომ სტუდიო ბინის სივრცე ზომით მცირეა და მასში ორზე მეტ ადამიანს გაუჭირდება მოთავსება, ასეთი საცხოვრებლის შეძენასა და ქირაობას მრავალი დადებითი მხარე აქვს:
სტუდიოს ტიპის ბინები თავიანთი ზომის გამო ბევრად ხელმისაწვდომია, ვიდრე სტანდარტული ბინები. ეს კი ბინის ქირაობის მსურველთათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი “ტექტო” მომხმარებელს ეხმარება როგორც სტუდიო, ისე სტანდარტული დაპროექტების საცხოვრებელი ბინები მისაღებ ფასად შეიძინოს.
თუ გადატვირთული გრაფიკი გაქვთ და სახლში ხშირად ვერ ახერხებთ ყოფნას, სტუდიო ტიპის ბინის შეძენა თქვენთვის კარგი არჩევანი იქნება, რადგან მისი დასუფთავება ნაკლებ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ვიდრე სტანდარტული ბინების.
სტუდიო ბინის განლაგება მაცხოვრებელს აძლევს იმის საშუალებას, რომ სწრაფად მოაწესრიგოს საცხოვრებელი სივრცე.
სტუდიო ბინის კომპაქტური ზომა მას მყუდრო თავშესაფრად აქცევს მაცხოვრებლისთვის. სტუდიო ტიპის ბინის მოწყობა და დეკორით გაფორმება საკმაოდ მარტივია, რადგან ნებისმიერი პატარა დეტალიც კი დიდ ცვლილებას ქმნის ინტერიერში.
სტუდიო ტიპის ბინაში ცხოვრება გარკვეულწილად მინიმალისტური ცხოვრების წესის წამახალისებელიც კია. ასეთ დროს ადამიანს ნაკლებად აქვს არასაჭირო ნივთების შეძენის საშუალება.
ზამთარში პატარა სივრცის გათბობა ბევრად მარტივი და იაფია, ვიდრე რამდენიმე განცალკევებული ოთახის. სწორედ ამიტომ, სტუდიოს ტიპის ბინაში ცხოვრებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეგიმციროთ კომუნალური გადასახადი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეხმარებათ ფულის დაზოგვაში.
ტექტო ჯგუფი სამშენებლო კომპანიაა ბათუმში, რომელიც გთავაზობთ ულტრათანამედროვე და მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს. ჩვენი პროექტები აერთიანებს სხვადასხვა ფართისა და ტიპის ბინებს ზღვისა და მთის ულამაზესი ხედებით.
აპარტამენტი ბათუმში “ტექტოს” ორივე პროექტში მრავლადაა წარმოდგენილი.
“ტექტო ფრანკოს” პროექტში სასურველი ბინის პოვნა 12, 17 და 20-სართულიან კორპუსებშია შესაძლებელი. ბინები ერთმანეთისგან კვადრატულობითა და განლაგებით განსხვავდება.
“ტექტო რაკურსი” კი ჩაქვში, ზღვის ზოლიდან 30 მეტრში მდებარეობს და მომხმარებელს სუბტროპიკულ ზონაში ცხოვრების უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს.