• en
    • Georgian
    • Russian
  • Projects
  • Company
  • Investment
  • Media
  • Blog
  • Contact
  • Career
  • FAQ
  • Login
  • en
    • Georgian
    • Russian
x
60

უძრავი ქონების ინვესტიცია ბათუმში

გააკეთეთ უძრავ ქონებაში ინვესტიცია ბათუმში საუკეთესო პირობებით. მიიღეთ საინტერესო და უნიკალურ შეთავაზება "ტექტო ჯგუფისგან". გთავაზობთ ფულის დაბანდების ოპტიმალურ გზას.

ბათუმი უკვე კარგა ხანია აღარ ასოცირდება მხოლოდ მზიან პლაჟებთან, ციტრუსების ბაღებსა და ძველ ბულვართან. თანამედროვე ბათუმი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ულამაზესი ქალაქი.

თუ ადრე ინერტული და უმოტივაციო გახლდათ, ახლა იმპულსური, აქტიური და ინოვაციებით სავსეა. ქალაქი წარმატებით ვითარდება უამრავი მიმართულებით, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, გართობის ინდუსტრია თუ ზღვაოსნობა. განსაკუთრებით თვალშისაცემია ის ტრანსფორმაცია, რომელსაც ბათუმის სამშენებლო ბაზარი ბოლო წლების მანძილზე განიცდის.

ფუტურისტული ცათამბჯენები, ულტრათანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსები და მაღალი კლასის სასტუმროები – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მრავალფეროვანი პროექტებისა, რომლებიც განხორციელდა ან ამჟამად ხორციელდება ქალაქში.

ეჭვგარეშეა, რომ ბინები ბათუმში უძრავი ქონების შეძენის ყველა მსურველისთვის კარგი ინვესტიციაა. 

მაინც რა ფაქტორებმა განაპირობა ამგვარი ბუმი? რატომ არის ასეთი მიმზიდველი ბათუმი უძრავ ქონებაში ინვესტირების თვალსაზრისით?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭიროა უფრო ღრმად გავაანალიზოთ ის მრავალწახნაგოვანი კონტექსტი, რომელსაც ბათუმის სამშენებლო ბაზარზე მთავარ აქტორად ჩამოყალიბება უკავშირდება.

 

რატომ უნდა განვახორციელოთ უძრავი ქონების ინვესტიცია ბათუმში?

უძრავი ქონების ინვესტიცია ბათუმის ბულვარში

წინასწარ გეტყვით, რომ ბათუმის მიმზიდველობაზე გავლენას, უმეტესწილად, ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდენციების სინთეზი ახდენს. სწორედ ეს განაპირობებს ბათუმის სამშენებლო სექტორის სწრაფ პროგრესს.

ბათუმში უძრავ ქონებაში ინვესტიციის განხორციელება მრავალი მიზეზის გამო შეიძლება ჩაითვალოს გონივრულ და მომგებიან გადაწყვეტილებად. განვიხილოთ რამდენიმე ფუნდამენტური ფაქტორი:

ტურისტული ჰაბი

პირველ რიგში, ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ცენტრია. ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად იზიდავს ტურისტების მზარდ რაოდენობას.

ქალაქის ხელსაყრელი მდებარეობა შავი ზღვის სანაპიროზე, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მომხიბვლელი ბუნებრივი გარემო იდეალურ პირობებს ქმნის ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო განვითარებისთვის. შედეგად, სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს საცხოვრებელ ფართს ბათუმში როგორც მუდმივი, ასევე დროებითი დასახლების მიზნით. თავის მხრივ, ეს ფაქტორი კი მნიშვნელოვნად ზრდის უძრავი ქონების ფასს.

მუდმივად განვითარებადი ინფრასტრუქტურა

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ბათუმი მხოლოდ მრავალმხრივ ვითარდება. შესაბამისად, ის უფრო მეტია, ვიდრე ხელსაყრელი ტურისტული ლოკაცია. ქალაქში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და ხელისუფლების მხარდაჭერა ინვესტიციების მოზიდვის პროცესში, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ქალაქს ბიზნესისა და უძრავი ქონების წარმომადგენლებისთვის.

მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ბათუმის სამშენებლო სექტორში განხორციელებული ისეთი პროექტები, როგორიცაა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, მშენებარე ბინები,  სასტუმროები, მრავალფუნქციური ზღვისპირა აპარტამენტები და საოფისე ფართები. 

ბათუმის სამშენებლო სფერო თანამედროვე სტანდარტებსა და საერთაშორისო მოთხოვნებს თავდაჯერებულად პასუხობს. ეს კი კიდევ უფრო მეტ ინვესტიციებს იზიდავს ამ სფეროში.

თუ თანამედროვე ტექნოლოგიები თქვენი ინტერესის სფეროა, ჭკვიანი სახლი “ტექტოში” ხელმისაწვდომ ფასად შეგეძლებათ შეიძინოთ. 

კონკურენტული ფასები 

რა თქმა უნდა, ინვესტორთა დაინტერესებას უძრავი ქონების ობიექტების შეძენისადმი, ქალაქში უძრავი ქონების შედარებით დაბალი ფასებიც განაპირობებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფასები ბოლო წლებში თანდათანობით იზრდება, ის მაინც საკმაოდ კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც. განსხვავება  განსაკუთრებით თვალშისაცემია ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. 

ეს კი ინვესტორებს საშუალებას აძლევს, იაფად შეიძინონ ქონება ხელსაყრელ ლოკაციაზე და შემდგომში გაზარდონ მისი ღირებულება სხვადასხვა გზით, მათ შორის გაქირავებით, რემონტით ან გადაყიდვის მომგებიანი პირობებით.

თუ გსურთ უძრავი ქონების შექმნის პროცესი მნიშვნელოვნად გაიმარტივოთ, შეიძინეთ ბინები შიდა განვადებით ჩვენთან და მიიღეთ საუკეთესო პირობები. 

ტექტო რაკურსი ზღვისპირა

მოქნილი საკანონმდებლო ჩარჩო

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ჩარჩო და შეღავათები უძრავი ქონების სფეროში კიდევ უფრო ამარტივებს უცხოელი ინვესტორების შემოსვლას და მათ ჩართულობას ადგილობრივ ბაზარზე.

მიწისა და შენობების მოქნილი რეგისტრაციის წესები, ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა და ფინანსური წახალისების მექანიზმები შესაძლებლობას აძლევს ინვესტორებს სწრაფად და ეფექტურად ააშენონ და განავითარონ პროექტები. რა თქმა უნდა, ამის საშუალებით გაცილებით სწრაფად შეუძლიათ ჩადებული ფული ამოიღონ.

ბათუმს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს თითქმის ყველა ნიშანი აქვს. ამიტომ აქ უძრავი ქონების შეძენა ნამდვილად გონივირული ნაბიჯია.

კურორტი წარმოადგენს უძრავი ქონების ინვესტიციების ნამდვილ ოაზისს – ადგილს, სადაც შესაძლებლობები უსაზღვროა, ხოლო პერსპექტივები კი ნათელი და იმედისმომცემი. ქალაქის მზარდი რეპუტაცია საერთაშორისო მასშტაბით, წარმატებული ურბანული ტრანსფორმაციის მაგალითები, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და მომავალზე ორიენტირებული ხედვა – ეს ყველაფერი ბათუმს აქცევს იმ ქალაქად, რომელშიც ინვესტიციის განხორციელება არა მხოლოდ გონივრული ფინანსური გადაწყვეტილება, არამედ თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლის მშენებლობაში მონაწილეობის შესაძლებლობაცაა.

გარდა ამისა, ბათუმში უძრავი ქონების შეძენა სცილდება მხოლოდ ბიზნეს ინტერესების ფარგლებს. ეს არის უნიკალური შანსი გახდე ნაწილი იმ საზოგადოებისა, რომელიც ღიაა სიახლეებისა და პროგრესისადმი, ეზიარო ქალაქის მდიდარ კულტურას და ისტორიას, იცხოვრო გარემოში, სადაც ბუნების სილამაზე ჰარმონიულად ერწყმის თანამედროვე ცხოვრების რიტმს. ბათუმში საცხოვრებლის ყიდვა ნიშნავს ინვესტიციას არა მარტო უძრავ ქონებაში, არამედ საკუთარი ცხოვრების ხარისხსა და კეთილდღეობაში.

თუ ოცნების სახლისთვის ადგილს ეძებს და გსურს უზრუნველყო შენი ოჯახის უსაფრთხო და კომფორტული მომავალი, სამშენებლო კომპანია “ტექტო” უმაღლესი ხარისხის სამშენებლო პროექტებს გთავაზობთ ბათუმის საუკეთესო ლოკაციებზე. 

გადადგი გაბედული ნაბიჯი, გახდი ბათუმის მომავლის თანაშემოქმედი და დატკბი იმ უპირატესობებით, რომლებსაც ქალაქი გთავაზობს.

Think about future.
Find us:
  • Facebook Facebook
  • Instagram Instagram
  • Youtube Youtube
Sales Office:
  • K. Gamsakhurdia №2, Batumi, Georgia
  • +995 555 88 09 09
  • +995 422 22 22 08
2024 TEKTO GROUP
Reach out to us
Leave your contacts and we will get back to you!
Message sent successfully
We will contact you soon