ზღვის პირას ცხოვრება ყოველთვის პოპულარული იყო ადამიანებისთვის, ვისთვისაც ბუნებასთან ახლოს ყოფნა და მშვიდ გარემოში არსებობა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. დღეს მთელს მსოფლიოში ზღვისპირა საცხოვრებელი კომპლექსები ხდება მთავარი ტრენდი.
საცხოვრებელი კომპლექსი უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს ადამიანებს. მათ შორისაა მშვიდი გარემოთი ნებივრობა და რეკრეაციულ აქტივობებში ჩართვა.
ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. ქალაქი განთქმულია თავისი განსაცვიფრებელი პლაჟებით, მდიდარი კულტურითა და ღამის აქტიური ცხოვრებით.
ბოლო წლებში ბათუმი ასევე გახდა პოპულარული არჩევანი უძრავი ქონების ინვესტორებისთვის, შესაბამისად, ბათუმში მშენებარე ბინები ძალიან სწრაფი ტემპით იყიდება.
ამ სტატიაში განვიხილავთ ყველაფერს, რაც თქვენ უნდა იცოდეთ ბათუმის შესახებ და რატომ უნდა იფიქროთ იქ ბინის შეძენაზე.
ბათუმს სუბტროპიკული კლიმატი აქვს, ამიტომ აქ ზაფხულით ძალიან ცხელი არაა, ხოლო ზამთარი კი ნაკლებად სუსხიანია. ზაფხულის თვეებში საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 25-30 გრადუსია, რაც მას იდეალურ ადგილად აქცევს პლაჟის მოყვარულთათვის.
პირველ რიგში, პლაჟთან და ზღვასთან სიახლოვე საზღვაო კურორტზე ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა. მაცხოვრებლებს შეუძლიათ დატკბნენ ზღვის გამაგრილებელი ნიავითა და განსაცვიფრებელი ხედებით.
ბათუმი კი ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ შესაძლებლობებს გთავაზობთ – როგორც ზღვის, ასევე მთების ულამაზესი ხედები ვიზიტორებს თავბრუს ახვევს. ბუნებასთან მჭიდრო კავშირი მშვიდ ატმოსფეროს ქმნის, რომელიც ხელს გონების დამშვიდებასა და სტრესის განმუხტვას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზღვისპირა საცხოვრებელი კომპლექსი ძალიან პოპულარულია. ტენდენციას არ ჩამორჩა ბათუმი და აქაც შეგხვდებათ მსოფლიო დონის პროექტი.
სამშენებლო კომპანია Tekto Group – პრემიუმ კლასის აპარტამენტები ბათუმში ფართომასშტაბიან მშენებლობას ახორციელებს აჭარაში. ულტრათანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში მდებარეობს.
პროექტი აერთიანებს 4 კორპუსს, სადაც საერთო ჯამში 813 ბინაა. გარდა ამისა, პრემიუმ კლასის კომერციული ფართები, სპორტული მოედნები, პარკინგი, ბავშვთა გასართობი ცენტრი და რეკრეაციული ზონები – “ტექტო ფრანკო ბათუმი” მაცხოვრებლებს ყველაფერს სთავაზობს.
ბათუმი შესანიშნავ ადგილას მდებარეობს, ხოლო საცხოვრებელი კომპლექსი “ტექტო ფრანკო” თავის მხრივ ბათუმის ულამაზესს ადგილებს ითვისებს. კომპლექსი 100 მეტრითაა დაშორებული ზღვისგან, ხოლო მწვანე კონცხი კი დაახლოებით 1.5 კილომეტრში მდებარეობს.
ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია რეგიონში, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორი ჩამოდის. ქალაქი ცნობილია თავისი პლაჟებით, ულამაზესი პარკებით და მრავალი ატრაქციონებით. ბათუმის ყველაზე პოპულარული ადგილებია:
● ბათუმის ბულვარი: 7 კმ სიგრძის თვალწარმტაცი ბულვარი, რომელიც გადის შავი ზღვის სანაპიროზე და გთავაზობთ დაუვიწყარ ხედებს ზღვასა და ქალაქზე.
● გონიოს ციხე: კარგად შემონახული ძველი რომაული ციხე, რომელიც მდებარეობს ქალაქთან ახლოს.
● ბათუმის ბოტანიკური ბაღი: 111 ჰექტარი ფართობის ბაღი, სადაც განთავსებულია 5000-ზე მეტი სახეობის მცენარე მთელი მსოფლიოდან.
● ანბანის კოშკი: 130 მეტრიანი კოშკი, რომელშიც გამოსახულია ქართული ანბანის ასოები.
ზღვისპირა ქალაქი ასევე ცნობილია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით. ზღვის მარილი მდიდარია მინერალებით, როგორიცაა მაგნიუმი და კალიუმი, რაც დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.
ზღვაში ცურვა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, კანის ჯანსაღ მდგომარეობასა და სახსრების ტკივილის შემსუბუქებას. გარდა ამისა, ზღვის მზე და სუფთა ჰაერი სასარგებლოა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს განწყობას.
ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი ბოლო წლებში ყვავის. ქალაქი უძრავი ქონების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს ვიზიტორებს. ბათუმში ქონების ფასები კვლავ შედარებით ხელმისაწვდომია რეგიონის სხვა ზღვისპირა ქალაქებთან შედარებით, რაც მას მიმზიდველ ადგილად საინვესტიციო ქონებად აქცევს.
ასე რომ, ეს არის იდეალური დრო, რომ ბინები ბათუმში გადაათვალიეროთ და თქვენთვის მოსაწონი აირჩიოთ. ქალაქის აყვავებული ტურისტული ინდუსტრია გაქირავებულ საკუთრებებზე კიდევ უფრო გაზრდის მოთხოვნას, რაც ზოგადად ბინების ფასებსაც აწევს.
ზოგადად, საზღვაო კურორტზე საცხოვრებელი კომპლექსი არაერთი უპირატესობით გამოირჩევა, ვიდრე იგივე ჩვეულებრივი კორპუსის ბინები.
“ტექტო ჯგუფს” მსოფლიოში მიღებული უმაღლესი სტანდარტები საქართველოში ჩამოაქვს. “ტექტო ჯგუფი” ასევე ეწევა სამრეწველო საქმიანობას. ვინაიდან, საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი შესაბამისი ხარისხის პროდუქცია, “ტექტო” თავად აწარმოებს სამშენებლო მასალებს: სამშენებლო ბლოკი, ბეტონი, წებო-ცემენტი.
საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით წარმოებული, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები და ზოგადად ენერგოეფექტური მშენებლობა უზრუნველყოფს, რომ კომპლექსის ტერიტორიაზე ყველა ნაგებობა ყველაზე სანდო მასალით იყოს ნაშენი, როგორიცაა B30 მარკის ბეტონი, პოლისტიროლ-ბეტონის ბლოკი, B500B კლასის არმატურა.
მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რომ არქიტექტურა მაქსიმალურად ითვალისწინებდეს ბუნებრივ გარემოს.
“ტექტო ფრანკო” გაშენებულია 11 000 კვ.მ ფართობზე და უნდა აღინიშნოს, რომ აქედან 6000 კვ. მ. რეკრეაციული სივრცეა.
გარდა ამისა, უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალა უფრთხილდება როგორც ბუნებას, ასევე აქ მცხოვრებ ადამიანებს.
ენერგოეფექტური სახლის თბოიზოლაციური უნარები ზოგავს კომუნალურ ხარჯებს. ასევე, მოქმედებს ადამიანის ზოგად კეთილდღეობაზე – ქმნის უფრო კომფორტულ შიდა სივრცეს, სადაც ჰაერი ერთი-ორად გაუმჯობესებულია. ასე რომ, აქ არის ბევრად ეკოლოგიურად სუფთა გარემო, როგორსაც სხვა აპარტამენტები ბათუმში არ გთავაზობთ.
პროექტში ბინები მწვანე კარკასით ბარდება, ეს კი ნიშნავს, რომ კედლები ამოყვანილ/შებათქაშებულია, ბინაში მოჭიმული იატაკია, ორმაგ ალუმინის კარ-ფანჯარა, შეყვანილია საჭირო კომუნიკაციები: დენი, წყალი, გაზი. ყველა მობინადრეს საჩუქრად გადაეცემა ჭკვიანი სახლის პაკეტი.
საბოლოო ჯამში, ეს საცხოვრებელი კომპლექტი ბათუმში აღჭურვილია ყველა აუცილებელი პირობით, რაც აქ მაცხოვრებელს უნიკალურ გამოცდილებას შეუქმნის. ეს არის ერთგვარი “ქალაქი ქალაქში”, რადგან ყველაფერი ერთ სივრცეშია და რეალურად კომპლექსიდან გასვლა არავის დაჭირდება ნებისმიერი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
და რაღა თქმა უნდა, ზღვა ფაქტობრივად ხელის გაწვდენაზეა, ხო აჭარის გამორჩეული ბუნებრივი ღირშესანიშნაობები კი ფაქტობრივად კომპლექსის გაგრძელებას წარმოადგენს.